Thumbnail
  • კორონავირუსმა იურგენ კლოპის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
  • ლივერპულის მწვრთნელს უახლოესი ადამიანები აკლია

იურგენ კლპი კორონავირუსის პანდემიის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ DAZN Brazil-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“განსხვავება ამჟამინდელ და პანდემიამდელ ცხოვრებას შორის არა უბრალოდ დიდი, ან ძალიან დიდი, არამედ გიგანტურია. ერთი წლის წინ უკვე ვიცოდით კორონავირუსის შესახებ და ვგრძნობდით, რომ ეს ცუდი ამბავი იყო, მაგრამ მაინც ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ეს ვირუსი მთელი მსოფლიოს ცხოვრებას ასე რადიკალურად შეცვლიდა,” - უთხრა კლოპმა DAZN-ის ბრაზილიელ ჟურნალისტებს.

'უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ ენერგიას ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის'

გერმანელის აზრით, შექმნილი სიტუაცია ყველა ადამიანისთვის ძალიან მძიმეა. “ლივერპულში ოჯახური გარემოა და ეს ყველამ იცის. მართლა ერთი ოჯახივით ვართ და ეს ძალიან მეხმარება, მაგრამ მაინც ძალიან მაკლია საკუთარ ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობები. საერთოდ, ადამიანის ელემენტები მაშინ იმუხტება, როცა სახლში მიდის, ოჯახის წევრებთან აქვს ურთიერთობა და მეგობრებს ხვდება. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ ენერგიას ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ახლა კი ეს არ შეგვიძლია, რაც ძალიან მძიმეა თითოეული ადამიანისთვის.” - დასძინა კლოპმა.

კორონა-პანდემიაში კლოპის ლივერპულს რთული ფაზა აქვს. გარდა ამისა, იურგენს ახლახან დედა გარდაეცვცალა და კოვიდ-რეგულაციების გამო მის დაკრძალვაზე ჩასვლა ვერ შეძლო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები