Thumbnail
  • გიორგი გაგუა ალავესში 2024 წლამდე დარჩება
  • ქართველი ფეხბურთელის კომენტარი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ

გიორგი გაგუა ალავესის მეორე გუნდის ფეხბურთელია. ქართველ შემტევს მესამე გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა მეორე გუნდში ჩატარებული რამდენიმე კარგი თამაშის გამო ის ალავეს B-ში დატოვეს, სადაც უკვე მოახერხა გოლების გატანა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

ახლა, ალავესმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივა. მას ესპანეთში დავუკავშირდით და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

გიორგი გაგუა: "ცხადია, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას აფორმებ. მაქსიმალურად ვეცდები, გუნდის ჩემდამი ნდობა გავამართლო. კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. სათამაშო დროზე ან პირველ გუნდში დაწინაურებაზე დაპირება არ მიმიღია და არც მინდა მსგავსი რამ. მირჩევნია, რომ ყველაფერი ჩემი შრომით დავიმსახურო."

გაგუას გარდა, კლუბმა კონტრაქტი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს ტომას მენდეშსაც გაუხანგრძლივა.

📺 გიორგი გაგუას გოლი რეალ უნიონის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები