Thumbnail

ფიფამ კანკავას სარჩელი არ მიიღო - ჯაბა უკრაინელებს ედავება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯაბა იმ ვალის დაფარვას ითხოვს, რომელიც დნიპროს მის მიმართ დარჩა
  • ფიფამ 34 წლის ქართველი ნახევარმცველის სარჩელი არ დააკმაყოფილა 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ფიფას მიმართა მოთხოვნით, რათა ფკ დნიპრო-1 აღიარებულ იქნას, როგორც ფკ დნიპროს სპორტული სამართალმემკვიდრე. 34 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ, რომელიც უკრაინაში 2006-15 წლებში თამაშობდა, ფიფამ სარჩელი არ დააკმაყოფილა და დნიპრო 1 დნიპროს სამართალმემკვიდრედ არ სცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი ავრცელებს. როგორც ირკვევა, კანკავა დნიპრო 1-ისგან მოითხოვდა იმ დავალიანების დაფარვას, რომელიც დნიპროს მის მიმართ დარჩა.  

ჯაბამ დნიპროსთან ერთად ევროპალიგის ფინალში ითამაშა

ჯაბა კანკავა დნიპროპეტროვსკის დნიპროში 2007-15 წლებში გამოდიოდა, 2014/15 წლების სეზონში კი, როდესაც გუნდს მირონ მარკევიჩი წვრთნიდა, ევროპალიგის ფინალშიც გააღწია, სადაც სევილიასთან დამარცხდა.

დნიპროს პროფესიონალური სტატუსი 2018 წელს გაუუქმეს. კლუბს კანკავას სახელფასო დავალიანება დარჩა, რომლის ოდენობაც არ სახელდება.

ჯაბა კანკავა ამჟამად ფრანგული ვალანსიენის ღირსებას იცავს

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჯაბა კანკავა საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბში, ვალანსიენში გამოდის, რომელსაც წლის დასაწყისში შეუერთდა. ჯაბამ ამ კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 7 მატჩში დაიცვა.

კომენტარები

ბოლო ამბები