Thumbnail

9 ფეხბურთელის გარეშე - რეალი იტალიაში დიდი პრობლემებით მიდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მადრიდის რეალს 9 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული
  • ზინედინ ზიდანმა მეორე გუნდიდან 6 მოთამაშე დაიმატა

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საზარდულის ტრავმა ვერ მოირჩინა და ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს. თუმცა, ფრანგი ფორვარდი არ არის ერთადერთი დანაკლისი, რომელიც ზინედინ ზიდანს ატალანტასთან ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ექნება.

"სამეფო კლუბს" ერთბაშად 9 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და უმეტესობა ძირითადი შემადგენლობის წევრია. იტალიურ კლუბთან ბენზემას, ოდრიოსოლას, აზარის, სერხიო რამოსის, ვალვერდეს, მილიტაოს, მარსელოს, კარვახალისა და როდრიგოს თამაშია გამორიცხული.

ამიტომაც, ზიდანს იტალიაში მხოლოდ 19 ფეხბურთელი მიჰყავს და აქედან 6 მეორე გუნდიდან დაიმატა: კურტუა, ლუნინი, ალტუბე, ვარანი, ნაჩო, მენდი, ჩუსტი, მიგელი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ისკო, არიბასი, ბლანკო, ასენსიო, ლუკას ვასკესი, ვინისიუსი, მარიანო დიასი, დურო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ატალანტას ბერგამოში 24 თებერვალს დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი კი მადრიდში 3 კვირის შემდეგ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები