Thumbnail

'ეს წილისყრის საჩუქარია' - ჩირო იმობილე ბაიერნთან დაპირისპირებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლაციო ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში ბაიერნს ეთამაშება
  • რომაელთა ბომბარდირი წილისყრის შედეგით კმაყოფილია

რომის ლაციო ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, იტალიური გუნდის ლიდერი ჩირო იმობილე კი აცხადებს, რომ ტურნირის მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრა სასიამოვნოა.

ლაციოს და ბაიერნის პირველი დაპირისპირება 23 თებერვალს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.

"ასეთი წილისყრა საჩუქრად უნდა მივიჩნიოთ. საუკეთესოებთან შეხვედრას სიამოვნება და დამატებითი მოტივაცია მოაქვს. გასაგებია, რომ ძალიან გაგვიჭირდება. შევეცდებით, ამ ორ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ და არც ჩვენს სტილს ვუღალატოთ. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად გვეხერხება.

ბაიერნი ზეშემტევი გუნდია, რომელიც სწრაფ, ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს, შესაბამისად, გაგვიჭირდება მისი შეჩერება. ვეცდებით, პრობლემები შევუქმნათ და მათი სისუსტეებით ვისარგებლოთ. გასაგებია, რომ საგოლე მომენტები ნაკლებად გვექნება, ვიდრე წინა მატჩებში და დიდი სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ.

ვეთამაშებით ჩემპიონთ ლიგის გამარჯვებულებს. მიუხედავად შედეგისა, უკვე შეგვიძლია კმაყოფილი ვიყოთ ტურნირში ჩატარებული სამუშაოთი. 20 წლის შემდეგ პლეი ოფში მოხვედრა ბრწყინვალე შედეგია კლუბისთვის და დიდი სიხარულია ჩვენთვის", - აქვეყნებს 31 წლის იტალიელი ფორვარდის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

რომის ლაციომ ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში 6 მატჩიდან 4 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა და პლეი ოფში დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად გააღწია. ჩირო იმობილემ ტურნირის 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები