Thumbnail

PREVIEW | ატლეტიკოს მინი კრიზისი აქვს, ჩელსი ათამაშდა - რას ველოდოთ ბუქარესტში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ ატლეტიკო V ჩელსი
  • ატლეტიკო ჩელსისთან მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდება
  • ჩელსი პირიქით - ტუხელის ხელში პროგრესირებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გრძელდება და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბუქარესტში გაიმართება. ოღონდ, რუმინული ფეხბურთი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია - ატლეტიკო ჩელსის სწორედ რუმინეთის დედაქალაქში უმასპინძლებს, კოვიდრეგულაციების გამო...

ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. ატლეტიკო ლა ლიგაში ლიდერია. ცოტა ხნის წინ სატურნირო ცხრილისთვის რომ ჩაგეხედათ, მის კონკურენტ მადრიდის რეალს უშანსოდ აღიქვამდით, მაგრამ ახლა ვითარება ცოტა შეიცვალა. საქმე ის არის, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა სამდღიან ინტერვალში ლევანტესთან ორ მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა და ლა ლიგაში მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობა აქვს (თუმცა, თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული). რა თქმა უნდა, სიმეონეს ეს ჩავარდნა არ მოეწონებოდა. ზოგადად, ბოლო პერიოდში "როხიბლანკო" ფორმიდან ამოვარდა და განსაკუთრებით დაცვაში თამაში უჭირს, რაც როგორც წესი ადრე არ ახასიათებდა.

ერთია ლა ლიგა და მეორე - ჩემპიონთა ლიგა. აქ ატლეტიკომ ჯგუფური ეტაპი ძალიან მძიმედ გაიარა და 6 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა, რაც პლეი ოფის მონაწილეებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გოლებს თავი რომ დავანებოთ, ზოგადად გაუჭირდა ჯგუფიდან გასვლა, მოსკოვის ლოკომოტივს ორი მატჩიდან ვერცერთი მოუგო და ბოლო ტურში ზალცბურგი რომ არ დაემარცხებინა, ახლა ატლეტიკოზე არც ჩვენ დავწერდით და არც თქვენ წაიკითხავდით. ავად თუ კარგად, სიმეონეს შეგირდები პლეი ოფში არიან და მეტოქეც სერიოზული ჰყავთ.

იან ობლაკს ბოლო დრო კარის მშრალად შენახვა უჭირს

ჩელსიმ სეზონი კარგად დაიწყო, ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო და პირველ ადგილზე ძალიან ადვილად გავიდა. მაგრამ, სწორედ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ "არისტოკრატებს" საოცარი ჩავარდნა დაეწყოთ და პრემიერლიგაში თამაშის მოგება დიდი ხანი სანატრელი ჰქონდათ. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ფრენკ ლამპარდი, რომელმაც გუნდი მერვედფინალამდე მიიყვანა, დაითხოვეს, ხოლო მისი ადგილი თომას ტუხელმა დაიკავა. გერმანელი სპეციალისტის ხელში კი ინგლისური გუნდი ფორმაში დაბრუნდა და კარგად ათამაშდა.

სადებიუტო მატჩში ვულვზთან და ბოლო შეხვედრაში საუთჰემპტონთან ფრეების გარდა, ტუხელის გუნდმა შუალედში ზედიზედ 5 თამაში მოიგო და ნამდვილად კარგ ფორმაში იმყოფება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ატლეტიკომ ბუქარესტში თამაშის გადატანით წყვილში მასპინძლის სტატუსი ფაქტობრივად დაკარგა, ინგლისური გუნდის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. აღსანიშნავია,რომ ორივე კლუბი მერვედფინალურ მატჩს პრაქტიკულად საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსა და ჩელსის შორის მატჩებში სრული თანაფარდობაა: ორ-ორი მოგება, 3 ფრე და 11-11 გოლი.

⚽ ისინი პლეი ოფის სტადიაზე აქამდე ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2013/14 წლების სეზონის ნახევარფინალში ატლეტიკომ ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო.

⚽ მადრიდის ატლეტიკომ ბოლო 8 სეზონის განმავლობაში მეშვიდედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა. ჩელსი კი კი პირველად ეცდება მერვედფინალურ ეტაპს გასცდეს 2013/14 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ნახევარფინალში ითამაშა.

⚽ დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში საშინაო მატჩი არასდროს წაუგია (9 მოგება, 4 ფრე). ატლეტიკოს პლეი ოფში ბოლო 12 მატჩში შინ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა (2017 წელს, რეალთან 2:1).

⚽ ჩელსი ბოლო გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს გასვლაზე მოუგო. ეს 2017 წლის სექტემბერში მოხდა, როცა მადრიდელებმა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ლიგაზე პირველად ითამაშეს.

⚽ ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე 6 შეხვედრაში ატლეტიკომ მხოლოდ 7 გოლი გაიტანა, რაც პლეი ოფში მყოფ გუნდებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

⚽ ჩელსი ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული მატჩების გათვალისწინებით მთლიანობაში მხოლოდ 4 წუთი იყო ანგარიშში ჩამორჩენილი. გარდა ამისა, მათ მხოლოდ 2 გოლი აქვთ გაშვებული და უკეთესი შედეგი მხოლოდ მანჩესტერ სიტის აქვს (1).

⚽ ჩელსი ოთხიდან ერთ-ერთი გუნდია ატალანტასთან, ბარსელონასთან და იუვენტუსთან ერთად, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამივე გასვლითი მატჩი მოიგო. ასევე, ლონდონელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (10). ამასთან, ჩელსის პლეი ოფიში სტუმრად 2012 წლის მარტის შემდეგ არ მოუგია (1:0 ბენფიკასთან).

⚽ ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგის სეზონი არასდროს დაუსრულებია გოლის ან საგოლე პასის გარეშე. ეს მისი მერვე ტურნირია და ჯერჯერობოთ უგოლოდ და საგოლე პასის გარეშეა.

⚽ ჩელსის თავდამსხელ ოლივიე ჟირუს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ 28 წუთში 1 გოლი გააქვს (5 გოლი 142 წუთში), რაც საუკეთესო შედეგია ამ თვალსაზრისით.

⚽ ამ სეზონში მეკარეებს შორის, რომლებმაც მინიმუმ სამჯერ ითამაშეს, ედუარდ მენდის სეივების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლი აქვს (94%). მან 16 დარტყმიდან მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

⚽ ჩელსისა და ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩიდან 2 მადრიდელებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა და 1 ლონდონელთა სასარგებლოდ. ამ ხუთ თამაშში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ჩელსის ბოლო 5 მატჩში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორჯერ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ატლეტიკოს ბოლო 5 თამაშში კი 3-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - სავიჩი, ფელიპე, ერმოსო, ლოდი - ლორენტე, კოკე, კონდოგბია, საულ ნიგესი - ჟოაო ფელიქსი, სუარესი
ტრავმა: ვრსალკო, იანიკ-ფერეირა კარასკო

ჩელსი (3-4-3): მენდი - ასპილიკუეტა, ზუმა, რუდიგერი - ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო - მაუნთი, ჟირუ, ვერნერი

კომენტარები

ბოლო ამბები