Thumbnail
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ ლაციო V ბაიერნი
  • ბაიერნმა ბოლო ორი თამაში ვერ მოიგო და 5 გოლი გაუშვა
  • ჰანსი ფლიკს ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოუწევს
  • ლაციო მოტივირებულია - განსაკუთრებით ჩირო იმობილე
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მერვედფინალს არცისე კარგ ფორმაში ხვდება!

სამშაბათის ტოპმატჩი უდავოდ რომის ლაციოს და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირებაა. “ქაღალდზე” ბავარიული გრანდი უპირობო ფავორიტია, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდს ბოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ პრობლემები აქვს...

ლაციო ჯგუფში დორტმუნდთან, ზენიტთან და ბრიუგესთან ერთად იყო. სიმონე ინძაგის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე დორტმუნდი გავიდა). ბაიერნმა კი ჯგუფი, სადაც მადრიდის ატლეტიკო ჰყავდა, სოლიდურად მოიგო და მერვედფინალში პირველადგილოსნის სტატუსითაა. ჰანსი ფლიკის გუნდის მისია, რა თქმა უნდა, ტიტულის შენარჩუნებაა.

ყურადღების ცენტრში გუნდების მთავარი გოლეადორები იქნებიან: ჩირო იმობილე და რობერტ ლევანდოვსკი. ბაიერნის პოლონელ ფორვარდს ბუნდესლიგის ამ სეზონში 26 გოლი აქვს გატანილი, ლაციოს ბომბარდირს კი - 14.

ლაციო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 2000 წლის შემდეგ პირველად თამაშობს და რომაული კლუბის ტიფოზებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი გუნდი ასეთ ძლიერ მეტოქეს არ შეხვდებოდა. ბაიერნთან ინძაგის გუნდს თითქოს შანსი არ აქვს, მაგრამ რეკორდმაისტერი არცისე კარგ ფორმაშია. საკლუბო მუნდიალიდან თასით დაბრუნების შემდეგ ბავარიულმა გრანდმა 2 მატჩი ჩაატარა - ჯერ ბილეფელდის არმინიასთან 3:3 ითამაშა, გასულ შაბათს კი ფრანკფურტის აინტრახტთან 1:2 დამარცხდა. ორ მატჩში 5 გოლის გაშვება ბაიერნისთვის კატასტროფის ტოლფასია - თანაც, ასეთ მეტოქეებთან.

წაიკითხეეფენბერგი: ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგება შეუძლია!

ფლიკს საკადრო პრობლემები აქვს. საუკეთესო შემთხვევაში, დაცვაში ზიულემ, ბოატენგმა, ერნანდესმა და დევისმა უნდა ითამაშონ, თუმცა ზიულეს ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე იოზუა კიმიხი ვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში, ნახევარდაცვის ცენტრში გადაწეულ დავიდ ალაბას ლეონ გორეტცკა შეუწყვილდება. ეს ყველაფერი ბენჟამენ პავარისა და კორენტენ ტოლისოს არყოფნითაა გამოწვეული. ბაიერნს რომში ვერც თომას მიულერი დაეხმარება, რომელიც ფლიკის გუნდში შეუცვლელი ფიგურაა. ფლიკისთვის დიდი თავისტკივილია სერჟ გნაბრისა და უკვე დუგლას კოშტას არყოფნაც.

მიუხედავად ამისა, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი არ წუწუნებს: “არ ვარ ის კაცი, ვინც გასამართლებელ საბუთებს ეძებს. ვიცით, რა მოხდა ბოლო დღეებში და ისიც ვიცით, რას ნიშნავს ბაიერნისთვის ზედიზედ ორი თამაშის ჩაგდება. ლაციოსთან მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულია. ამიტომაც ველოდები, რომ გუნდი რომში განსაკუთრებით მოტივირებული იქნება,” - განაცხადა ფლიკმა მატჩის წინ.

ლაციოში ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ იმობილეს თამაშზეა დამოკიდებული. მასთან ერთად, ინძაგის გუნდში ამინდს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუის ალბერტო და ადამ მარუშიჩი ქმნიან. რომაელთა კარს პეპე რეინა დაიცავს, რადგან ძირითადი მეკარე სტრაკოშა ტრავმირებულია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 2 თამაში ვერ მოიგო (არმინიასთან 3:3, ფრანკფურტში 1:2).

⚽ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 17 თამაშიდან 16 მოგებული აქვს.

⚽ რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩიდან 15-ში მინიმუმ 2 ბურთი გაიტანა

⚽ ლაციომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არცერთი მატჩი არ წააგო (2 მოგება, 4 ფრე). ანუ, სიმონე ინძაგის გუნდს CL-ში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ სიმონე ინძაგის გუნდს 10 ოფიციალური მატჩია, ფრე არ უთამაშია.

⚽ ბოლო 10 შეხვედრიდან ლაციომ 8 მოიგო და 2-ში დამარცხდა.

⚽ ბაიერნის ბოლო 8 ოფიციალურ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა, აქედან 6-ში 3,5-ზე მეტი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (3-5-2): რეინა - პატრიჩი, აჩერბი, მუსაკიო - ლაცარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩი - კორეა, იმობილე.
ტრავმა: ლუის ფელიპე, რადუ, სტრაკოშა

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ზიულე, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი - კიმიხი, ალაბა - სანე, გორეტცკა, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა ან კოვიდ-კარანტინი: დუგლას კოშტა, გნაბრი, მიულერი, პავარი, ტოლისო

კომენტარები

ბოლო ამბები