Thumbnail

ალვარო მორატას ბუნდოვანი მომავალი - იუვენტუსი ყიდვას არ ჩქარობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოს ფორვარდი ტურინში შესაძლოა მომავალ სეზონშიც დარჩეს
  • იტალიელებს 28 წლის ესპანელის იჯარის გახანგრძლივება ურჩევნიათ 

ტურინის იუვენტუსი ალვარო მორატას მომავალთან დაკავშირებით მადრიდის ატლეტიკოსთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ესპანური და იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიურ კლუბს ესპანელი ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით სურს და მზადაა, ამისთვის კიდევ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ტურინის იუვენტუსმა 28 წლის თავდამსხმელი გასული წლის სექტემბერში, იჯარით გაიფორმა და ამაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ატლეტიკოსთან დადებულ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც იტალურ კლუბს მორატას გამოსყიდვას შესაძლებლობას აძლევს. 

თუმცა როგორც ჩანს, იუვენტუსს ამ ეტაპზე არენდის გახანგრძლივება ურჩევნია და თუ მადრიდულ კლუბთან მოილაპარაკებს, ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უკვე მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში იზრუნებდა - 35 მილიონ ევროდ.

ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ღირსება 28 მატჩში დაიცვა, გაიტანა 13 გოლი და მიითვალა 10 საგოლე პასი. ესპანელ თავდამსხმელს მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ესპანელი ფორვარდი იუვენტუსში 2014-16 წლებშიც გამოდიოდა

ანდრეა პირლოს გუნდს სერია A-ში ჩატარებულ 21 მატჩში 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. იტალიის მოქმედი ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თამაშობენ, სადაც პირველი დაპირისპირება სტუმრად პორტუსთან ანგარიშით 1:2 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები