Thumbnail

ქეცბაიას კონტრაქტი იწურება! ანორთოსისის პრეზიდენტი თემურის საკითხს განიხილავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თემურ ქეცბაიას კონტრაქტი კვიპროსში აქტუალური თემაა
  • ქართველი სპეციალისტის ხელშეკრულება იწურება

თემურ ქეცბაიას მიმდინარე სეზონის ბოლოს ანორთოსისთან კონტრაქტი ეწურება და ამიტომაც, ეს საკითხი კვიპროსში ამჟამად აქტუალურია. როგორც ფამაგუსტელთა პრესსპიკერმა დიმიტრის ხრისტოფორუმ თქვა, გუნდის პრეზიდენტი ხრისტო პულაიდისი ამ საკითხს პირადად განიხილავს და როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება, ინფორმაციას თავად გაავრცელებს.

"პრეზიდენტი ამ საკითხს პირადად განიხილავს და როდესაც რაიმე გამოსაცხადებელი იქნება, ამას თავად პრეზიდენტი გააკეთებს", - უთხრა კვიპროსულ პრესას ხრისტოფორუმ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარ მწვრთნელად ჯერ კიდევ 2004-2009 წლებში მუშაობდა და გუნდი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა (2008/09 წლების სეზონში). ის ფამაგუსტელებს 2019 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ გუნდს ზუსტად 100 მატჩში უხელმძღვანელა (75 მოგება, 18 ფრე, 7 წაგება).

ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში 51 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას 24 თებერვალს, თასზე კარმიოტისასთან ჩაატარებს, ხოლო შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში პლეი ოფის ეტაპი დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები