Thumbnail

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.) ფინალში რუსი ბეკხან ოზდოევი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

24 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა. ერთი-მეორეს მიყოლებით დაამარცხა ბულგარელი აბდელსლამ შებლე 5:2, შვედი ფალავანი ბერგი 2:1 და ბელარუსი ნიკიტა კლიმოვიჩი 8:0.

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - რობერტ კობლიაშვილის ტრიუმფის გარდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.).  

კომენტარები

ბოლო ამბები