Thumbnail

'ასეთ ტალანტს არაფერი უნდა აუკრძალო' - დანიის ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზანის რუბინის ნახევარმცველმა ოლივერ აბილდგორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • დანიის ნაკრების ფეხბურთელი ახალგაზრდა ქართველს დადებითად ახასიათებს  

ყაზანის რუბინის დანიელმა ლეგიონერმა ოლივერ აბილდგორმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. დანიის ნაკრების 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში საუკეთესო იყო მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით, აცხადებს, რომ კვარაცხელიას დრიბლინგზე შეზღუდვა დაუშვებელია.

ოლივერ აბილდგორს ჰკითხეს, როგორია მისი რეაქცია, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ბურთს დიდხანს "ათრევს" ან დრიბლინგზე მიდის და კარგავს მას.

ოლივერ აბილდგორს დანიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შარშან ჰქონდა

"აქ მთავარი ბალანსის პოვნაა. კვარა ძალიან ნიჭიერია ერთი-ერთზე სიტუაციაში და ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა გარისკოს. ამ სიტუციაში თავად უნდა მიხვდე, როგორც ჯობს თამაში - იმოქმედო მარტივად თუ წახვიდე დრიბლინგზე.

კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა და დარწუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. ის ყველა კომპონენტში მოუმატებს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან თავად იცის, სად გამოიყენოს დრიბლინგი. იცის, რომ დრიბლინგზე წასვლა მხოლოდ მეტოქის მოედნის მესამედზე შეიძლება და არა - საკუთარ საჯარიმოში. როდესაც ბურთს ფლობს, მას ყოველთვის შეუძლია მეტოქის კართან საფრთხის შექმნა. მაშ, რატომ არ უნდა წავიდეს ერთი-ერთზე? როდესაც არის ცრუმოძრაობის შესაძლებლობა, უნდა გარისკო. რა თქმა უნდა, ასეთ ახალგაზრდა ტალანტს არაფერი უნდა აუკრძალო", - ამბობს დანიელი ფეხბურთელი.

ხვიჩამ ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე 6 გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები