Thumbnail
  • ტორონტო 110:103 ფილადელფია
  • ემბიიდს სროლა არ წაუვიდა, თუმცა მაინც ორმაგი დუბლი შეასრულა
  • ტორონტოდან საუკეთესოები სიაკამი და ვანვლიტი იყვნენ

ტორონტო ცუდი სტარტის შემდეგ ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება. კანადელებმა აღმოსავლეთის ლიდერ ფილადელფიას მოუგეს. მძიმე ბრძოლა გამოვიდა - ფილადელფია ანგარიშში წინ იყო, თუმცა მეოთხე მეოთხედში ტორონტომ თავისი საფირმო დაცვა ითამაშა, მეტოქეს მხოლოდ 19 ქულა ჩააგდებინა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.

ტორონტოს მოგება დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ ჯოელ ემბიიდს, რომელიც ამ სეზონში მთელს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ორიოდე დღის წინ 50 ქულა ჩააგდო, ამჯერად სროლა არ წაუვიდა. 'ფილას' ცენტრმა 20-დან მხოლოდ 6 სროლა ჩააგდო, თუმცა 14 საჯარიმო ისროლა და ამის ხარჯზე 25 ქულა მაინც დააგროვა. მის ანგარიშზე 17 მოხსნაც იყო.

ფილადელფიაში საუკეთესო ბენ სიმონსი გახლდათ, რომელმაც 11-დან 9 სროლა გამოიყენა, 28 ქულა დააგროვა და + 9 ჰქონდა.

ტორონტომ ფილას გუნდური კალათბურთით მოუგო. ქულები კანადელთა შორის ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის ანგარიშზე იყო: 23-23 ქულა ჰქონდათ პასკალ სიაკამს და ფრედ ვანვლიტს. მათ გარდა ტორონტოს კიდევ სამი მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან მაჩვენებელს. 

ფილადელფია ისევ აღმოსავლეთის ლიდერია, ტორონტომ კი პლეი ოფის ზონაში ადგილი გაიმყარა.

კომენტარები

ბოლო ამბები