Thumbnail

NBA | იანისის 38 ქულა, შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი და +29! უჯარიმოდ ვერ აჩერებდნენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მილუოკი 128:115 საკრამენტო
  • იანისს 38 ქულა და 18 მოხსნა ჰქონდა
  • 32 ქულით შედეგიანი იყო კრის მიდლტონიც

მილუოკი აუტსაიდერ საკრამენტოს ხვდებოდა და მოლოდინისამებრ, იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბაქსი თამაშს მთელი შეხვედრა აკონტროლებდა და საბოლოოდ 13 ქულით გაიმარჯვა.

მატჩის მთავარ ამბად იანის ანტეტოკუმპოს მორიგი შთამბეჭავი წარმოდგენა იქცა. იანისმა 33 წუთში 38 ქულა დააგროვა, 19-დან 9 სროლა გამოიყენა და საჯარიმო ხაზიდან 24 სროლა შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრამენტო მას უჯარიმოდ უბრალოდ ვერ აჩერებდა. 38 ქულასთან ერთად, იანისს 18 მოხსნაც ჰქონდა (მათ შორის 5 მეტოქის ფარზე) და მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდი +29 მაჩვენებელით დაასრულა.

ძალიან კარგი იყო კრის მიდლტონიც, რომელმაც იანისს მხარი აუბა და 13-დან 22 სროლის გამოყენების შემდეგ 32 ქულა დააგროვა. საკრამენტო უიმედო აუტსაიდერად რჩება, მილუოკი კი აღმოსავლეთში ბრუკლინის მთავარი კონკურენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები