Thumbnail

გოლი და მოპოვებული პენალტი - ნიკა სიჭინავამ უკრაინაში გაიტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიკა სიჭინავა ინჰულეცის ლიდერია
  • 26 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში ინჰულეცის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა სიჭინავამ შესანიშნავად ითამაშა, გოლიც გაიტანა და თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა. 26 წლის შემტევის წყალობით, მისმა გუნდმა პოლტავას ვორსკლასთან საშინაო მატჩში ქულა მოიპოვა.

ნიკამ 90 წუთი ითამაშა და 22-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ბარტულოვიჩმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. პოლტაველებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, ხოლო 62-ე წუთზე სიჭინავამ უკვე თავად დალაშქრა მეტოქის კარი. ნიკამ საჯარიმოში იდეალურად იმოქმედა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.


მიუხედავად ამისა, ვორსკლამ მაინც შეძლო ანგარიშის მეორედ გათანაბრება და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ინჰულეცისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-9 ფრე იყო (1 მოგება და 5 მარცხი). ამგვარად, 15 ტურში მხოლოდ 12 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

რაც შეეხება ნიკა სიჭინავას, ის გასულ სეზონშიც ინჰულეცის ღირსებას იცავდა და უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში კი, პრემიერლიგაში 13 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები