Thumbnail

ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში, ფინეთის ნაკრებთან 70:78 დამარცხდა და E ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და ახალგაზრდა კალათბურთელი აკლდა:

"ახალი ამერიკელი კალათბურთელი გვყავს, მაგრამ ადვილი არ არის დაუყოვნებლივ ისე ითამაშო, როგორც პირველ ფანჯარაში თად მაკფადენი თამაშობდა. თანაც, მან პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. თუმცა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მომავალში დაგვეხმარება. უნდა აღინოშნოს, რომ  გვაკლდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, ახალგაზრდა კალათბურთელები - რატი ანდრონიკაშვილი და სანდრო მამუკელაშვილი. უახლოეს პერიოდში გუნდში ბევრ კალათბურთელს ველით და რა თქმა უნდა, მომავალში კონკურენტურიანი გუნდი გვეყოლება.“

ზუროსის გარდა, ფინეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ (30 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი ფინეთთან) გააკეთა, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრები)

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქომაგებს და გულშემატკივრებს, რომლებიც სამწუხაროდ არ იყვნენ დარბზში ნაცნობი მიზეზების გამო, მაგრამ ყველა მათგანი ტელევიზორით გვგულშემატკივრობდა და მინდა, ყველა მათგანს ბოდიში მოვუხადო - არა მარტო დღევანდელი, არამედ სერბეთთან მატჩისთვისაც, პირადად ჩემი მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებს უკეთ ჩავატარებთ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევსა და ევრობასკეტზე ყველაფერი უკეთესად იქნება."

ბექა ბურჯანაძეს 11 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა E ჯგუფში 4 მოგებითა და 2 მარცხით მე-2 ადგილზე დაასრულა: სერბეთთან (94:90, 66:92), ფინეთთან (91:85, ), შვეიცარიასთან (96:88, 91:84). ილიას ზუროსის გუნდს მასპინძლის სტატუსით ისედაც მოპოვებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. გარდა საქართველოს ნაკრებისა და ევრობასკეტზე სერბეთისა და ფინეთის ნაკრებები გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები