Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიამ შეკრებაზე მე-6 გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რუბინი 1:0 კაირატი
  • ხვიჩამ შეკრება გოლით და ტრავმით დაასრულა

ყაზანის რუბინმა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ბოლო ტესტ-მატჩში ყაზახური კაირატი ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მე-11 წუთზე საგოლე შეტევა თავად დაიწყო და თავადვე, ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა.

თუმცა, ხვიჩასთვის ეს მატჩი მაინც უიღბლო გამოდგა, რადგან ტრავმა მიიღო. 27-ე წუთზე ერთ-ერთი დრიბლინგის დროს ფეხი დაიზიანა და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. ერთი შეხედვით, ტრავმა სერიოზული არ ჩანს, მაგრამ რასაკვირკველია, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება.

არადა, ხვიჩასთვის მოსამზადებელმა ეტაპმა ძალიან მაგრად ჩაიარა. მან თურქულ შეკრებაზე 6 გოლის გატანა მოახერხა. ახლა სამედიცინო დასკვნას უნდა დაველოდოთ და ვიმედოვნოთ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება - მითუმეტეს, რომ სანაკრებო მატჩებამდე სულ რაღაც 1 თვეა დარჩენილი.


20 წლის ქართველ შემტევს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს თავის ანგარიშზე. რუბინი სეზონს 28 თებერვალს, მოსკოვში, სპარტაკთან მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები