Thumbnail

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილიას ზუროსს ფინეთთან დღევანდელი მატჩის წინ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება მოუხდა. ამერიკელი კონერ ფრენკამპის ტრავმის შემდეგ საჭირო გახდა განაცხადში უკანახაზელების დამატება. შედეგად, ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარდა, განაცხადს მიღმა დარჩა ილია ლონდარიძე, გამოთავისუფლებული ადგილები კი ლუკა ზაქრაძემა და კახა ჯინჭარაძემ დაიკავეს.

საქართველო: გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, დუდა სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, გიორგი შერმადინი.

თბილისური “ბაბლის” პირველ მატჩთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ფინეთის ნაკრებშიც. ჰენრიკ დეტმანის გუნდი ამჯერად ერთ-ერთი ლიდერის პეტერი კოპონენის (21 ქულა შვეიცარიასთან მატჩში) გარეშე ითამაშებს, 12-კაციან განაცხადში კი შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ.

ფინეთი: მიკო კოივისტო, ალექს მერფი, შონ ჰაფი, სასუ სალინი, მატი ნუტინენი, ჰენრი კანტონენი, ელიას ვალტონენი, თორ ბიერეგარდი, ედონ მაქსჰუნი, ერიკ მერფი, ილარი სეპალა, დანიელ დოლენცი.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს, ასევე ფინეთს ევრობასკეტზე თამაში განაღდებული აქვთ. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც ესპოოში შედგა, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს 91:85 სძლიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები