Thumbnail
  • საქართველოს 18:10 კანადა
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 3 მატჩი მოიგო და 4 წააგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდმაში გამართულ ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში მე-7 ადგილი დაიკავა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა დასკვნითი შეხვედრა კანადასთან ჩაატარა და იოლად, 18:10 მოიგო.

ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირში მონაწილე 12 ნაკრებს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრები კანადასთან დიდ უპირატესობას ფლობდა და უკვე პირველივე ტაიმში გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი, რადგან ანგარიშში სხვაობა 7 ქულას შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ კანადას სტანოევიჩის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზეც აჯობეს, ოღონდ მაშინ უფრო დაძაბულ ბრძოლაში - 14:11. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მაგრაქველიძე იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, მარკო იელაჩამ და მარკო ელეზიმ 3-3 ბურთი მიითვალეს.

გიორგი მაგრაქველიძე კანადელთა კარს უტევს - მან 4 გოლი გაიტანა

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე კანადასა და ბრაზილიას მოუგო, საბერძნეთთან და მონტენეგროსთან კი დამარხდა. მეოთხედფინალში ხორვატიასთან ქართველმა წყალბურთელებმა 6:15 წააგეს და სწორედ მაშინ დაკარგეს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი. ამას მასპინძელ ნიდერლანდებთან მარცხი მოჰყვა და ტურნირი კანადასთან გამარჯვებით დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ მე-6 ადგილზე ნიდერლანდები გავიდა, რომელმაც საფრანგეთს 10:9 აჯობა, მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატია რუსეთს, ხოლო ფინალში მონტენეგრო საბერძნეთს შეხვდება. ოლიმპიურ თამაშებზე სამი საუკეთესო ნაკრები გავა. რეალურად, მონტენეგრომ და საბერძნეთმა ფინალში გასვლით უკვე მოიპოვეს ოლიმპიადის საგზური და მესამე ხორვატია - რუსეთის მატჩში გამარჯვებულს ერგება.

საქართველო 18:10 კანადა

4:2, 8:3, 3:1, 3:3

გოლები: 0:1 სოტი, 1:1 იელაჩა, 2:1 იელაჩა, 3:1 ბარალდი, 3:2 ჯერკოვიჩი, 4:2 მაგრაქველიძე, 5:2 ელეზი, 5:3 დ’სოუზა, 6:3 იელაჩა, 7:3 იმნაიშვილი, 8:3 ბითაძე, 9:3 ჯახაია, 9:4 დ’სოუზა, 10:4 ბარალდი, 10:5 დ’სოუზა, 11:5 შუშიაშვილი, 12:5 ელეზი, 13:5 შუშიაშვილი, 13:6 ჯერკოვიჩი, 14:6 ბითაძე, 14:7 დ’სოუზა, 15:7 მაგრაქველიძე, 16:7 შუშიაშვილი, 17:7 მაგრაქველიძე, 17:8 სპუნერი, 17:9 დ’სოუზა, 18:9 მაგრაქველიძე, 18:10 პატერსონი

საქართველო: რაზმაძე (შუბლაძე) - ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი (1), ბითაძე (2), იელაჩა (3), ჯახაია (1), შუშიაშვილი (3), ელეზი (2), მაგრაქველიძე (4), ბარალდი (2), ვაპენსკი

კომენტარები

ბოლო ამბები