Thumbnail

სეტონ ჰოლის სერია შეწყდა - სანდრო მამუკელაშვილმა მაინც მაგრად ითამაშა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავად თამაშს აგრძელებს და 21 წლის ქართველმა კალათბურთელმა ამჯერად ჯორჯთაუნთან დაპირისპირებაში შეძლო თავის გამოჩენა მიუხედავად იმისა, რომ მისი სეტონ ჰოლი დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ პირატებმა ორივე ტაიმი 3 ქულით წააგეს და საბოლოოდ 75:81 დამარცხდნენ. სანდრო მატჩის საუკეთესო მექულე გახდა. მამუკელაშვილმა 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ სეტონ ჰოლმა ამ წაგებით 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაასრულა. პირატები Big East-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 6 წაგებით მე-3 ადგილზე არიან, მთლიანობაში კი სეზონში მოგება/წაგების ბალანსი დადებითი აქვთ: 13-9. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს სტუმრად ბატლერთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები