- მინესოტა 63:94 ილინოისი
- გიორგი ბეჟანიშვილი - 9 ქულა, 3 მოხსნა
NCAA-ს წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა, "ბიგ თენის" კონფერენციაში მინესოტას სტუმრად 94:63 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა 12 წუთი ითამაშა, მაგრამ ეფექტურად - 9 ქულა და 3 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) მიითვალა. გუნდში საუკეთესო აიო დოსუნმუ იყო სამმაგი დუბლით - 19 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. კოფი კოკბერნის ანგარიშზე 22 ქულა და 6 მოხსნაა.
📺 დოსუნმუს პასი და ბეჟანიშვილის ჩატენვა
ილინოისის 23 თებერვალს კვლავ სტუმრად ითამაშებს საკონფერენციო მატჩში, მიჩიგან სტეიტს დაუპირისპირდება. ილინოისს 16-5 ბალანსი (12-3 კონფერენციაში) აქვს.
კომენტარები