Thumbnail
  • საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა
  • ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც გრანდ სლემზე მედალი აიღო

ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივში გამართულ გრანდ სლემზე 8 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. სულ ისრაელში 16 ძიუდოისტი გაემგზავრა და ნაკრების ნახევარი სამშობლოში მედლებით ბრუნდება. ვაჟთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საერთო ჩათვლაში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა.

ლიპარტელიანი იპონი 11 წამში რუს დიანა ჯიგაროსთან

საქართველომ პირველ საჭიდაო დღეს ორი მედალი მოიპოვა - ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გრანდ სლემზე მედლის მოგება შეძლო. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ იულია კოვალჩიკს აჯობა.

ეთერ ლიპარტელიანი V იულია კოვალჩიკი

თემურ ნოზაძე (60კგ) ფინალში აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის შეხვდა და დამარცხდა. თემურს ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა, სამწუხაროა, რომ ამ ტურნირზე მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

თემურ ნოზაძე V დავუდ მამადსოი

მეორე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ნუგზარ ტატალაშვილმა ტომი მაციასს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და უმედლოდ დარჩა.

ნუგზარ ტატალაშვილი V ტომი მაციასი

ლაშა შავდათუაშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს

მესამე საჭიდაო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ბექა ღვინიაშვილი V მამადალი მეჰდიევი

ლაშა ბექაური V ნიკოლოზ შერაზადიშვილი

ილია სულამანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიგო. მან გადამწყვეტ ბრძოლაში ონისე სანებლიძეს აჯობა.

ილია სულამანიძე V ონისე სანებლიძე

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გურამ თუშიშვილს აჯობა და ფინალში ტამერლან ბაშაევს მოუგო, ხოლო თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი V ალექსანდრ ვახავიაკი

გელა ზაალიშვილი V ტამერლან ბაშაევი

 

კომენტარები

ბოლო ამბები