Thumbnail
  • ნიდერლანდები 14:11 საქართველო
  • დეიან სტანოევიჩის ნაკრები მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს

როტერდამში გრძელდება ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. დეიან სტანოევიჩის გუნდი ხორვატიასთან 6:15 მარცხის შემდეგ ოლიმპიადის საგზურისთვის აღარ იბრძვის. ის მე-5 - მე-8 ადგილებისთვის მატჩებში გადაერთო და დღეს მასპინძელ ნიდერლანდებთან 11:14 დამარცხდა. 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ითამაშა, ჯგუფის ფავორიტებს ებრძოლა  - საბერძნეთთან 1 ბურთით წააგო, მონტენეგროსთან  - ორით; დამაჯერებლად დაამარცხა კანადა და ბრაზილია. მაგრამ პლეი ოფში ძალიან ცუდად თამაშობს, ხორვატიასთან უშანსოდ წააგო და საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა, დღეს კი მასპინძლებთან პირველი მეოთხედი 1:4 დათმო და შემდეგ ვეღარ შეძლო თამაშის შემოტრიალება. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის მაქსიმული მე-7 ადგილისთვის ბრძოლა იქნება. ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები საფრანგეთისა და კანადის ნაკრებებს შორის დამარცხებულს შეხვდება.

ნიდერლანდები 14:11 საქართველო

გოლები: 1:0 გბადამასი, 1:1 იელაჩა, 2:1 ვეეჰუისი, 3:1 იანსენი, 4:1 ნისპელინგი, 5:1 იანსენი, 5:2 მაგრაქველიძე, 5:3 ჯახაია, 6:3 იანსენი, 6:4 დადვანი, 7:4 გბადამასი, 8:4 გბადამასი, 9:4 მიულერი, 9:5 ელეზი, 10:6 ჯახაია, 10:7 მაგრაქველიძე, 11:7 მიულერი, 11:8 ელეზი, 12:8 იანსენი, 12:9 ჯახაია, 12:10 ბითაძე, 13:10 ნისპელინგი, 13:11 იელაჩა, 14:11 ვან იპერენი

საქართველო: რაზმაძე (შუბლაძე) - ქავთარაძე, დადვანი (1), იმნაიშვილი (კაპ), ბითაძე (1), ჯახაია (3), შუშიაშვილი, ელეზი (2), მაგრაქველიძე (2), ბარალდი, ვაპენსკი

კომენტარები

ბოლო ამბები