Thumbnail
  • თელ-ავივის გრანდ სლემის ბოლო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ტურირის ოქროს მედლებისთვის ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი იბრძოლებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თელ-ავივის გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს 5 მედლის მოგების შანსი აქვს.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდება, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს. ბექა ღვინიაშვილმა მეოთხედფინალი სლოვაკ მილან რანდლისთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეხვდება.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე ერთმანეთს შეხვდებიან. სანებლიძემ პიტერ პალჩიკთან ნახევარფინალი დათმო, ხოლო სულამანიძემ მეოთხედფინალი მიქაელ კორელთან წააგო, რის შემდეგაც ბელარუს მიკიტა სვირიდს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ონისეს წინააღმდეგ იჭიდავებს.

გურამ თუშიშვილმა მძიმე წონაში ნახევარფინალი გელა ზაალიშვილთან დათმო. ზაალიშვილმა მეტოქეს შიდოების უპირატესობით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება, ხოლო თუშიშვილს ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკთან მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები