- ჯიქი 3:139 ბათუმი
- ბათუმელებმა გორულ კლუბს 20 ლელო დაუდეს, რასაც საჯარიმო ლელოც მიემატა
დიდი 10-ის მე-9 ტურის მატჩი გორში წარმოუდგენლად დიდი ანგარიში დასრულდა - 3:139. მართალია, ჯიქი წინა ტურში აიასთან 0:71 დამარცხდა, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არავინ ელოდა. ბათუმმა გორში 136-ქულიანი უპირატესობით მოიგო, რაც დიდი 10-ის რეკორდია.
ბათუმელთა პირველი ლელოს შემდეგ, გორელებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 3:7 გახადეს, რის შემდეგაც ქულაც ვეღარ აიღეს. ბათუმმა 21 ლელო გაიტანა - მათ 20 ლელო დადეს და ერთი საჯარიმო ლელო მოიპოვეს.
შეხვედრა ნინიძეების ბენეფისად იქცა - მამუკამ და ნიკამ 8 ლელო დადეს. გარდა ამისა, მამუკამ 17 გარდასახვა გაიტანა და ჯამში შეხვედრა 49 ქულით დაასრულა. ნიკა ნინიძემ შეხვედრაში 5 ლელო დადო, ანზორ სიჭინავამ თავი ლელოთი 4-ჯერ გამოიჩინა, მამუკა ნინიძემ ლელოების ჰეთთ რიკი შეასრულა, ხოლო ვაჟა თაგაურმა დუბლი შეასრულა.
ბათუმს 30 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. ჯიქი 6 ქულით B ჯგუფის მე-2 ადგილზეა.
ჯიქი: ჯარიმა - გიგინეიშვილი
ბათუმი: ლელო - გოგისვანიძე, სიჭინავა 4, ნ.ნინიძე 5, მ.ნინიძე 3, ურჯუკაშვილი, მამრიკიშვილი, კოპაძე, ფუტკარაძე, თუთბერიძე, გრიგოლია, თაგაური 2.
გარდასახვა - მამუკა ნინიძემ 17 გარდასახვა გაიტანა
კომენტარები