Thumbnail

მეოთხე სლემი კარიერაში - ოსაკამ ბრეიდი უპრობლემოდ დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯენიფერ ბრეიდი 4:6, 3:6 ნაომი ოსაკა
  • ნაომი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეორედ მოიგო

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობა ნაომი ოსაკას ტრიუმფით დასრულდა. 23 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდს ორ სეტში, 6:4, 6:3 სძლია. ნაომი დიდი სლემის ფინალში მეოთხედ გავიდა და ფინალის მოგება ყველა ჯერზე შეძლო.

ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეორედ მოიგო. ნაომიმ პირველად ამ ტურნირზე გამარჯვება 2019 წელს იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ოსაკა 2018 წლიდან წელიწადში ერთ სლემს იგებს. იაპონელმა 2018-ში ამერიკის ღია პირველობა მოიგო, 2019 წელს გამარჯვება ავსტრალიაში იზეიმა და 2020 წელს ამერიკაში ტიტულის დაცვა მოახერხა.

''იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ახლა სახლში არიან, ამ ფინალს უყურებდნენ და ნაომისგან დიდი ინსპირაციას იღებდნენ'', - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინალისტმა ჯენიფერ ბრეიდმა.

მორიგი დიდი სლემის საფრანგეთში გაიმართება. როლან გაროსი პარიზში 24 მაისს დაიწყება და 31 მაისს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები