Thumbnail
  • რეალის ვარსკვლავმა ბრაზილიელის პსჟ-იდან რეალში შესაძლო ტრანსფერზე აზრი გამოთქვა
  • გავრცელებული ხმებით, ნეიმარს ფრანგული ლიგის დონე არ მოსწონს და ესპანეთში დაბრუნება სურს

რეალის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მადრიდულ კლუბში ნეიმარის გადასვლას შეუძლებლად მიიჩნევს.

► ნეიმარი რეალში უნდა წავიდეს! რატომ არ აქვს ბრაზილიელს პსჟ-ში დარჩენის უფლება

"ბევრი მსმენია ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, თავად ასეთი რამ ძნელად წარმომიდგენია. პარი სენ-ჟერმენმა მასში ძალიან დიდი თანხა გადაიხადა. მგონია, რომ მას ყველაფერი მოსწონს პარიზში. დღეს ეს შეუძლებელი მგონია, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი რამ მართლაც მოხდეს". 

► ნეიმარი-რონალდო-სალაჰი | ეს ალბათ ისტორიაში საუკეთო რეალი იქნება

მარტის შუა რიცხვებში The Mirror იუწყებოდა, რომ ნეიმარმა მამამისს რეალში გადასვლაზე მოლაპარაკებების დაწყება სთხოვა. მედია წერდა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის დონით უკმაყოფილიოა.

ბრაზილიელი პსჟ-ში ბარსელონიდან სარეკორდო 222 მილიონ ევროდ, 2017 წელს გადავიდა. 

მიმდინარე სეზონში ნეიმარის აქტივში ყველა ტურნირის 30 მატჩში 28 გოლია.

ამჟამად 26 წლის ფორვარდი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები