Thumbnail
  • დანიილ მედვედევი 6:4, 6:2, 7:5 სტეფანოს ციციპასი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩს ფინალში რთული მატჩი ელის
  • მედვედევს ძალიან შთამბეჭდავი სერია აქვს

დანიილ მედვედევმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია!

რუსმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასი შთამბეჭდავი უპირატესობით, 3 სეტში, 6:4, 6:2, 7:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. 25 წლის მედვედევს ამ მატჩის ჩათვლით ზედიზედ 20 თამაში აქვს მოგებული და აქედან 12 მატჩი რეიტინგის ტოპ 10-ში მყოფ ჩოგბურთელებთან მოიგო.

რუსი დიდი სლემის ფინალში მეორედ გავიდა. 2019 წელს ის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მედვედევი რაფაელ ნადალთან 5 სეტში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჯოკოვიჩი ფინალში ხუთშაბათს გავიდა და მელბურნში თავის მე-9 ტიტულს უმიზნებს. ფინალი კვირას, თბილისის დროით 12:30-ზე დაიწყება.

მედვედევის ნახევარფინალში გასვლითაც ცხადი გახდა, რომ მომავალ კვირაში იგი მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს და დომინიკ ტიმის წინ აღმოჩნდება. თუკი რუსი ფინალში ჯოკოვიჩის ძლევასაც მოახერხებს, რაფაელ ნადალსაც გადაასწრებს და მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება.


შეგახსენებთ, რომ ქალთა ფინალი შაბათს გაიმართება და ტიტულისთვის ამერიკელი ჯენიფერ ბრედი და იაპონელი ნაომი ოსაკა იბრძოლებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები