Thumbnail

ლებრონის მორიგი მიღწევა - ის მხოლოდ აბდულ-ჯაბარსა და მელოუნს ჩამორჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მორიგი მიღწევის ავტორი გახდა. “მეფე ჯეიმსი” NBA-ს ისტორიაში მხოლოდ მე-3 კალათბურთელია, რომელმაც 35 ათასქულიან ზღვარს მიაღწია. აქამდე, ასეთი რამ მხოლოდ 2 მოთამაშეს მოუხერხებია. ლეგენდარულ კარიმ აბდულ-ჯაბარს კარიერის განმავლობაში 38 387 ქულა აქვს ჩაგდებული, ხოლო კარლ მელოუნს – 36 928.

36 წლის ჯეიმსი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში მე-18 სეზონს ატარებს, 35 ათას ქულამდე ასასვლელად კი 1 295 მატჩის ჩატარება დასჭირდა. ლეიკერსის ვარსკვლავისთვის ისტორიული დღეს დილით ბრუკლინთან შინ ჩატარებული შეხვედრა გამოდგა, რომელიც კალიფორნიელებმა 98:109 წააგეს, თავად ჯეიმსი კი კვლავაც შეუჩერებელი იყო.

ლებრონმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და სამმაგ დუბლთან იყო ახლოს. მისი საბოლოო მონაგარი 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი გახლდათ. სხვა საქმეა, რომ მას თანაგუნდელთაგან ეფექტურად მხოლოდ კაილ კუზმა შეეშველა 16 ქულითა და 10 მოხსნით, ნეტსის მხრიდან კი 10 და მეტი ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. სტუმართაგან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო ორმაგი დუბლით – 23 ქულა, 11 პასი, 5 მოხსნა.

📺 ჯეიმსი ბრუკლინთან

კომენტარები

ბოლო ამბები