Thumbnail
  • იტალიურ გუნდებს მეტოქეებთან უპირატესობა აქვთ
  • ქართველების ვოლფსბერგერი ჟოზე მოურინიოს გუნდთან უშანსოდ დამარცხდა

ევროპალიგის პირველი სესიის მატჩები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. 9 შეხვედრაში 35 გოლი გავიდა და უგოლოდ ერთადერთი მატჩი დასრულდა - სლავიასა და ლესტერის დაპირისპირება.

რომამ ბრაგას მარტივად მოუგო. იტალიელებმა ედინ ჯეკოსა და ბორხა მაიორალის გოლებით სძლიეს მეტოქეს და ამით საქმე გაიადვილეს. ჯალოროსოს მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. რომაელები ევროპალიგაზე მინიმუმ მეოთხედფინალის საგზურს უმიზნებენ.

ბრაგა 0:2 რომა

გოლები: 0:1 ჯეკო (5), 0:2 მაიორალი (86)

მილანმა სერბეთში ვერ მოიგო. როსონერიმ ცრვენა ზვეზდასთან სტუმრად 2:2 ითამაშა. სტეფანო პიოლის გუნდი მატჩს 2-ჯერ იგებდა, თუმცა სერბებმა ორჯერვე გაათანაბრეს. მატჩის დამატებულ დროში 10-კაცით დარჩენილმა ცრვენა ზვეზდამ მილან პავკოვის გოლით გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. დეიან სტანკოვიჩმა სიტყვა შეასრულა და მილანს დერბი დელა მადონინას წინ დიდი პრობლემები შეუქმნა.

ცრვენა ზვეზდა 2:2 მილანი

გოლები: 0:1 პანკოვი (ა.გ 42), 1:1 კანგა (52), 1:2 ერნანდესი (პენ-61), 2:2 პავკოვი (90+3)

ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის ვოლფსბერგერი ტოტენჰემთან 1:4 დამარცხდა. ჟოზე მოურინიომ ავსტრიელებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და მომდევნო ეტაპს ძალიან მიუახლოვდა. ლოჩოშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, გიორბელიძე კი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

ვოლფსბერგერი 1:4 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 სონი (13), 0:2 ბეილი (28), 0:3 ლუკასი (34), 1:3 ლინდი (პენ-55), 1:4 კარლოს ვინისიუსი (88)

მანჩესტერ იუნაიტედმა ტურინში რეალ სოსიედადი 4:0 გაანადგურა და ამ წყვილში გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. ბასკებმა საშინლად ითამაშეს და სულშერის გუნდს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. როგორც ჩანს, ნორვეგიელი წელს ევროპალიგის მოგებას გეგმავს და პლეი ოფის სტარტიც საკმაოდ კარგი გამოუვიდა.

სოსიედადი 0:4 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1, 0:2 ფერნანდეში (27, 57), 0:3 რაშფორდი (65), 0:4 ჯეიმსი (90)

დინამო კიევი 1:1 ბრიუგე

გოლები: 1:0 ბუიალსკი (62), 1:1 მეხელე (67)

კრასნოდარი 2:3 დინამო ზაგრები

გოლები: 0:1 პეტკოვიჩი (15), 1:1 ბერგი (28), 1:2 პეტკოვიჩი (54), 2:2 კლაესონი (69), 2:3 ატიემვენი (75)

ოლიმპიაკოსი 4:2 პსვ

გოლები: 1:0 ბუხალაკისი (9), 1:1 ზაჰავი (14), 2:1 მვილა (37), 2:2 ზაჰავი (40), 3:2 ელ არაბი (45+2), 4:2 მასურასი (85) 

სლავია 0:0 ლესტერი

იანგ ბოიზი 4:3 ლევერკუზენი

გოლები: 1:0 ფასნახტი (3), 2:0 სიბაჩო (19), 3:0 მეშჩაკი (44), 3:1, 3:2 შიკი (49, 52), 3:3 დიაბი (68), 4:3 სიბაჩო (89)

კომენტარები

ბოლო ამბები