Thumbnail
  • აპოლონ სმირნისი 0:1 ლამია
  • ბაჩანა არაბულის გოლით ლამიამ 3 ქულა მოიპოვა

საბერძნეთის სუპერლიგის მე-6 ტურის გადადებულ შეხვედრაში ბაჩანა არაბულის და გუგა ფალავანდიშვილის ლამიამ სტუმრად აპოლონი 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი არაბულის ანგარიშზეა.

ქართველმა ფეხბურთელმა 32-ე წუთზე მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დალაშქრა და თავის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა (1:0). არაბულმა მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა (17 თამაშში), მანამდე 4 იანვარს, არისთან დუბლი შეასრულა. მაშინაც ერთი გოლი პენალტით მიითვალა, მეორე ფანტასტიკური მაკრატელა დარტყმით. 27 წლის თავდამსხმელმა 73-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ფალავანდიშვილი განაცხადში არ იყო.

ლამიას 20 თამაში აქვს ჩატარებული და 15 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 თებერვალს, სტუმრად ნიკა ნინუას პაოკ-თან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები