Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ისრაელში ვერცხლი და ბრინჯაო მოიგო
  • ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც გრანდ სლემზე მედალი აიღო

თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: თემურ ნოზაძე (60კგ), გიორგი ბაზანდარაშვილი (66კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და თემურ ნოზაძემ (60 კგ) ტურნირი მედლებით დაასრულეს, ხოლო ოთხი ძიუდოისტი ასპარეზობას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა.

ეთერ ლიპარტელიანმა თელ ავივის გრანდ სლემზე რუსი მეტოქე დიანა ჯიგაროსი იპონით 11 წამში დაამარცხა და ბრწყინვალე სტარტის შემდეგ პოლონელ ანა კუჩერასაც წუთსა და 52 წამში ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ბრძოლა იპონით დაასრულა.

ქართველი გოგონასთვის მეოთხედფინალი უმძიმესი გამოდგა. მან უნგრელ ჰედვიგ კარაკასს 8 წუთსა და 54 წამში მოუგო. ლიპარტელიანმა ბრძოლა ვაზარით დაასრულა. სამწუხაროდ, ეთერი ნახევარფინალში ტიმნა ნელსონ ლევისთან დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა და პოლონელ იულია კოვალჩიკს აჯობა, რითიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გრანდ სლემზე მედლის მოგება შეძლო.

თემურ ნოზაძეს ფანტასტიკური სტარტი ჰქონდა! მან ბრაზილიელ ფილიპე პელიმს 49 წამში აჯობა, ხოლო მიჰრაჩ აკკუსს 47 წამში მოუგო. ნოზაძემ მესამე ბრძოლაც იპონით დაასრულა - თემურმა ეშლი მაკკენზი 3 წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხდა და ნახევარფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდა, რომელსაც დამატებით დროში ვაზარით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ფინალში აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის შეხვდა და ფინალში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტებიდან ხვალ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები