Thumbnail

დელ პიერომ რობერტო ბაჯოს დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეგენდარული რობერტო ბაჯო დღეს 54 წლის გახდა
  • ალესანდრო დელ პიერომ მას დაბადების დღე მიულოცა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო დღეს იუბილარია. 90-იანი წლების სუპერვარსკვლავს 54 წელი შეუსრულდა. რობიმ, რა თქმა უნდა, ბევრი მისალოცი წერილი მიიღო და მათ შორის, დაბადების დღე კიდევ ერთმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ მიულოცა. ალექსმა რობერტოს სოციალური ქსელიდან მიმართა:

"ის ვიჩენცადანაა, მე ტრევიზოდან. ვარჯიშის ბოლოს ვჩერდებოდი და მის საჯარიმო დარტყმებს ვუყურებდი. ასე რომ, მან შთამაგონა და მეც დავიწყე ჯარიმების დარტყმა. ჯანი ანიელი ამბობდა, რომ რობი რაფაელი იყო, მე კი პინტურიკიო, ახალგაზრდა მხატვარი, რომლის ბედი დიდი მაესტროს მიბაძვა იყო. დაბადების დღეს გილოცავ, რობი".

ალექს დელ პიეროსა და რობის გზები მუდმივად იკვეთებოდა. ისინი იუვენტუსში 1993-1995 წლებში თანაგუნდელები იყვნენ, შემდეგ ბაჯო იუვედან გაუშვეს და მისი 10-ნომრიანი მაისურა დელ პიეროს გადასცეს, რომელმაც ტურინში დიდი ეპოქა შექმნა. რასაკვირველია, ისინი იტალიის ნაკრებშიც იყვნენ დაკავშირებულნი, თუმცა დიდ ფორუმზე ერთად მხოლოდ 1998 წელს, საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე წაიყვანეს და ჩეზარე მალდინი სათამაშო დროს ხან ერთს აძლევდა, ხან - მეორეს, მაგრამ ერთად თამაშის შესაძლებლობა მათთვის არ მიუციათ...

წაიკითხე | ფეხბურთის ტრაგიკული გენია - რობერტო ბაჯო

შეგახსენებთ, რომ  რობერტო ბაჯო 1967 წლის 18 თებერვალს ვენეტოს რეგიონის პატარა ქალაქ კალდონიოში დაიბადა. მან საფეხბურთო კარიერა ვიჩენცაში დაიწყო, შემდეგ კი ფიორენტინას, იუვენტუსის, მილანის, ბოლონიას, ინტერისა და ბრეშას შემადგენლობაში ითამაშა. იტალიის ნაკრებში რობერტომ 1988-2004 წლებში 56 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა, მათ შორის, 9 მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე (1990, 1994, 1998). 1993 წელს ბაჯომ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

😍 ფეხბურთის ისტორიას ბევრი მაგარი თავი და ვარცხნილობა ახსოვს. ეს ერთ-ერთი საუკეთესოა [თუ საუკეთესო არა] 🎂 54 წლის გახდა 👉 bit.ly/BAGGIO_10

Posted by popsport on Thursday, February 18, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები