Thumbnail
  • საქართველო 9:11 მონტენეგრო
  • საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი - A ჯგუფის ლიდერ მონტენეგროსთან დამარცხა - 9:11. დეიან სტანოევიჩის ნაკრები ფავორიტს სამი მეოთხედი თანაბრად ებრძოლა. პლეი ოფში საქართველოს მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. 

📺 საქართველო v მონტენეგრო [მიმოხილვა]

პირველი, მესამე და ბოლო მეოთხედები მონტენეგროსთან ფრედ დასრულდა (3:3, 1:1, 4:4). ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი მატჩში მეორე მეოთხედში იყო, როცა ვლადო პოპადიჩმა ბწყინვალე გოლი გაიტანა რაზმაძის კარში. მატჩის ბედი მაინც ბოლო მეოთხედამდე არ გადაწყვეტილა, თუმცა შემდეგ მეტოქემ ზედიზედ 5 გოლი გაიტანა და 11:5 დაწინაურდა. ბოლო წუთებში ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიშის "შელამაზება" მაინც მოახერხეს - ზედიზედ 4 გოლი გაიტანეს, მაგრამ წინ გაჭრილ მეტოქეს ვეღარ დაეწიენ. 

19 თებერვალს 1/4 ფინალური მატჩები გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე B ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება, მატჩი 21:00-ზე დაიწყება თბილისის დროით. მეტოქე საღამოს გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საგზურს ფინალისტები და მე-3 ადგილზე გასული ნაკრები მოიპოვებენ. 

საქართველო 9:11 მონტენეგრო

3:3, 1:3, 1:1, 4:4

გოლები: 1:0 ვაპენსკი, 1:1 პერკოვიჩი, 1:2 მატკოვიჩი, 1:3 პეტკოვიჩი, 2:3 ბარალდი, 3:3 ვაპენსკი, 3:4 პოპადიჩი, 3:5 ივოვიჩი, 3:6 რადოვიჩი, 4:6 მაგრაქველიძე, 5:6 ჯახაია, 5:7 მატკოვიჩი, 5:8 ივოვიჩი, 5:9 სპაიჩი, 5:10 ვიდოვიჩი, 5:11 ვიდოვიჩი, 6:11 იელაჩა, 7:11 ბითაძე, 8:11 მაგრაქველიძე, 9:11 შუშიაშვილი

საქართველო: რაზმაძე (შუბლაძე) - ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი (კაპ), ბითაძე (1), იელაჩა (1), ჯახაია (1), შუშიაშვილი (2), ელეზი, მაგრაქველიძე (2), ბარალდი (1), ვაპენსკი (2)

A ჯგუფი 

IV ტური
მონტენეგრო 11:9 საქართველო
17:30 კანადა v საბერძნეთი

B ჯგუფი 

IV ტური
20:30 საფრანგეთი v რუმინეთი
22:00 რუსეთი v ნიდერლანდები
23:30 ხორვატია v გერმანია

კომენტარები

ბოლო ამბები