Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:4, 6:2 ასლან კარაცევი
  • ჯოკოვიჩი ფინალში მედვედევსა და ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში რუს ასლან კარაცევს მარტივად მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. სერბმა გამარჯვება 3-სეტში იზეიმა - 6:3, 6:4, 6:2 მოიგო.

ნოვაკმა საკუთარი მოწოდება 2-ჯერ დათმო, ხოლო რუსმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდებაზე 6-ჯერ ვერ ივარგა. ნოვაკი ფინალში გავიდა, სადაც რუს დანილ მედვედევსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კარაცევის ასპარეზობა ცალკე აღნიშვნის ღირსია. 27 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და სენსაციური შედეგი დააფიქსირა: კარაცევი დიდი სლემის ტურნირების პირველი დებიუტანტია Open Era-ში (1968), რომელიც ტურნირის 4 საუკეთესოს შორის მოხვდა.

რაც შეეხება ნოვაკს, სერბი ავსტრალიის ღია პირველობის მეცხრედ მოგებას ეცდება. ჯოკოვიჩს შანსი აქვს, რომ თავისი შედეგი გაიმეორეს და ზედიზედ მესამედ მოიგოს ავსტრალიის ღია პირველობა. პირველად მან ეს 2011-2013 წლებში შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები