Thumbnail
  • ნაომი ოსაკა 6:3, 6:4 სერენა უილიამსი
  • სერენამ მატჩის შემდეგ შეცდომებზე ისაუბრა
  • ოსაკა ფინალში ბრედის დაუპირისპირდება

სერენა უილიამსისთვის ისტორიული 24-ე დიდი სლემის ტურნირის მოგება მიუღწეველ მიზნად რჩება. 39 წლის ვეტერანი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნაომი ისაკასთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა - მას კარიერაში დიდი სლემის ფინალში 34-ედ შეეძლო გასვლა. შესაბამისად, ლეგენდარული ავსტრალიელის, მარგარეტ კორტის რეკორდი სერენასთვის კვლავ ოცნებად რჩება.


“მქონდა შანსები და მოგება შემეძლო, მაგრამ უბრალოდ იმდენი შეცდომა დავუშვი… ზედმეტად ბევრი მარტივი შეცდომა!” - განაცხადა უილიამსმა მატჩის შემდეგ და საპრესკონფერენციო დარბაზი თვალცრემლიანმა დატოვა. შეგახსენებთ, რომ სერენამ დიდი სლემის ტურნირი ბოლოს 2017 წელს, სწორედ მელბურნში მოიგო და ეს მისი 23-ე გრანდ-ტიტული იყო.

“მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი პატივია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს თამაშით სიამოვნების მიღება იყო,” - ეს ოსაკას სიტყვებია.

დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებული ოსაკა, რომელმაც სერენასთან მე-4 დუელში მე-3 გამარჯვება იზეიმა, ფინალში ამერიკელ ჯენიფერ ბრედის შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ჩეხი კაროლინა მუხოვა დაამარცხა. ფინალი შაბათს, თბილისის დროით დილის 7 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები