Thumbnail

ანდრეა პირლო: მე-2 წუთზე გაშვებულ გოლზე რეაგირება რთულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად პორტუსთან ანგარიშით 1:2 დათმო. ტაიმების სტარტზე გაშვებული გოლების გამო, ტურინელები 82-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, მაგრამ ამის შემდეგ ფედერიკო კიეზამ გატანა მოახერხა და საპასუხო მატჩის წინ იუვენტუსის შანსები გაზარდა.

"დრაგაუზე" ჩატარებული შეხვედრა იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ შეაფასა:

"მგონია, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ განწყობა არასათანადო გვქონდა. როდესაც გოლს პირველსავე წუთებზე უშვებ, საქმე რთულდება, განსაკუთრებით ისეთ გუნდთან, როგორიც პორტუა, რომელიც თავს ორი კომპაქტური ხაზით იცავს და ცოტას უშვებს.

პორტუ ჩემპიონთა ლიგაში ამ სტილში ხშირად თამაშობს, მაგრამ მათ სასურველი თამაშის უფლება ჩვენ მივეცით. ბურთით უკეთესად და უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა. პორტუ კარგად კეტავდა მოედნის ცენტრში თავისუფალ ზონებს და უფრო უკეთესად უნდა გამოგვეყენებინა ფლანგები, მაგრამ ბურთის ნელა მოძრაობით ამის გაკეთება რთულია. 

ძნელია მეორე წუთზე გაშვებულ გოლზე რეაგირება. ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაკარგეს და ეს მომდევნო წუთებში ჩვენს თამაშზეც აისახა. საბედნიეროდ, გატანა კიეზას წყალობით მოვახერხეთ. ახლა საპასუხო თამაშისთვის სათანადოდ უნდა განვეწყოთ".

📺 პორტუ V იუვენტუსი

იუვენტუსისა და პორტუს საპასუხო დაპირისპირება ტურინში 9 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები