Thumbnail
  • სევილია 2:3 დორტმუნდი
  • საპასუხო მატჩი 9 მარტს დორტმუნდში გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ხულიენ ლოპეტეგის სევილია შინ ედინ ტერზიჩის დორტმუნდთან დამარცხდა - 2:3. გერმანული კლუბი საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტი გახდა. 20 წლის ნორვეგიელმა ფენომენმა ერლინგ ჰაალანდმა ერთ ტაიმში დუბლი და საგოლე პასი შემოგვთავაზა.

მართალია, თამაში სევილიას გოლით დაიწყო - სუსომ ფერნანდოს პასით გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ ტაიმში მხოლოდ სტუმრები დომინირებდნენ - ჯერ ერლინგ ჰაალანდის პასით მაჰმუდ დაუდმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, შემდეგ 20 წლის ჰაალანდმა დუბლი შეასრულა, ტაიმი დორტმუნდმა 3:1 მოიგო.

📺 სევილია v დორტმუნდი [მიმოხილვა]

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა სევილიას იმედი დაუბრუნეს - ოსკარის პასით გოლი ლუკ დე იონგმა გაიტანა. - 2:3. 

საინტერესო ფაქტები

📌 20 წლის ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩში 18 გოლი გაიტანა. 

📌 ამ მატჩამდე სევილიას 6-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა და პირველ ტაიმში ერთბაშად 3 გოლი გაუშვა.

📌 ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანა დორტმუნდის მაისურით 7 მატჩში მოახერხა. მან ამით როი მაკაის (ბაიერნი) რეკორდი დაამხო - 10 გოლი 10 მატჩში (2003/04).

📌 ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - 17 წლის და 233 დღის. 

📌 18 გოლით ჰაალანდი იონ კარეუს დაეწია და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ნორვეგიელ ოლე გუნარ სულშერს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. 

სევილია 2:3 დორტმუნდი

გოლები: 1:0 სუსო (7), 1:1 დაუდი (19), 1:2 ჰაალანდი (27), 1:3 ჰაალანდი (43), 2:3 ლ. დე იონგი (84)

სევილია (4-3-3): ბონო - ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო - ჟორდანი (72. ოსკარი), ფერნანდო, რაკიტიჩი (46. გუდელი) - სუსო (60. ლ. დე იონგი), ენ-ნესირი (60. ელ ჰადადი), ა. გომესი (60. ო. ტორესი)

დორტმუნდი (4-3-2-1): ჰიტცი - ბაუზა, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო (76. პასლაკი) - დაუდი (89. მონიე), ჯანი, ბელინგემი - როისი (80. ბრანდტი), სანჩო - ჰაალანდი

კომენტარები

ბოლო ამბები