Thumbnail
  • საქართველო 12:8 ბრაზილია
  • 18 თებერვალს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება

როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა და ბრაზილია დაამარცხა - 12:8. დეიან სტანოევიჩის ნაკრებს სამ მატჩში 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. გუნდმა ტურნირის პლეი ოფში თამაში ამით გაინაღდა. 

საქართველოს ნაკრები ფავორიტი იყო და სტანოევიჩის გუნდმა ეს უმალვე გაამართლა, პირველი და მეორე მეოთხედი ერთნაირი ანგარიშით მოიგო და შესვენებაზე 6:2-ით გავიდა. 

📺 საქართველო v ბრაზილია [მიმოხილვა]

მესამე მეოთხედშიც საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ ბოლო მეოთხედში გუნდი მოდუნდა და მატჩის დასრულებამდე 4.5 წუთით ადრე ბერნანდო გომეშმა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა და სხვაობა 3 ბურთამდე შეამცირა (10:7). მალევე ხვიჩა ჯახაიამ და ბორის ვაპენსკიმ 5-ბურთიანი სხვაობა აღადგინეს და მატჩის ბედიც გადაწყდა. 3-3 გოლით ნაკრებში საუკეთესოები მარკო ელეზი და ნიკა შუშიაშვილი იყვნენ. მატჩში საუკეთესოდ შუშიაშვილი დაასახელეს.

ნიკა შუშიაშვილი (მატჩის საუკეთესო მოთამაშე): "არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, ყველასთან საბრძოლველად და მოსაგებად გავდივართ. ასე იქნება მონტენეგროსთან მატჩშიც, რომელიც ჯგუფის ფავორიტია.

საქართველოს ნაკრები 18 თებერვალს (16:00-ზე თბილისის დროით) ჯგუფის ფავორიტ მონტენეგროს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ტურნირზე 11 გუნდი თამაშობს ორ ჯგუფში. 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გადაერთვება. ტოკიოს საგზურს კი სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. 

საქართველო 12:8 ბრაზილია

3:1, 3:1, 2:1, 4:5 

გოლები: 1:0 ვაპენსკი, 1:1 რეალი, 2:1 იელაჩა, 3:1 შუშიაშვილი, 4:1 შუშიაშვილი, 4:2 რეალი, 5:2, ელეზი, 6:2 ბარალდი, 7:2 ელეზი, 7:3 ფრანკო, 8:3 ელეზი, 8:4 ფრეიტასი, 9:4 ბარალდი, 9:5 გიმარაეში, 10:5 იმნაიშვილი, 10:6 გომეში, 10:7 გომეში, 11:7 ჯახაია, 12:7 ვაპენსკი, 12:8 გიმარაეში

საქართველო: რაზმაძე - ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი (კაპ), ბითაძე, იელაჩა (1), ჯახაია (1), შუშიაშვილი (3), ელეზი (3), მაგრაქველიძე, ბარალდი (2), ვაპენსკი (2)

A ჯგუფი

IV ტური
საბერძნეთი 4:8 მონტენეგრო
საქართველო 12:8 ბრაზილია

1. მონტენეგრო - 6 ქულა, 2. საბერძნეთი - 4, 3. საქართველო - 4, 4. კანადა - 2, 5. ბრაზილია - 0. 

B ჯგუფი

III ტური
რუსეთი 17:5 გერმანია
ნიდერლანდები 9:8 რუმინეთი
საფრანგეთი 10:13 ხორვატია

IV ტური
რუმინეთი 12:7 გერმანია
ხორვატია 13:14 რუსეთი
22:00 ნიდერლანდები V საფრანგეთი

1. რუსეთი - 7 ქულა, 2. ხორვატია - 6, ნიდერლანდები - 4, რუმინეთი - 3, საფრანგეთი - 2, გერმანია - 0. 

კომენტარები

ბოლო ამბები