Thumbnail

'ბევრი ელოდა, რომ ისევ ფეხი დაგვიცდებოდა' - იურგენ კლოპი თამაშით კმაყოფილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპულმა გერმანული ლაიპციგი მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს გოლებით 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე სათამაშოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. ლივერპულისთვის პრემიერლიგაში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო და "წითლების" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თამაში ძალიან კმაყოფილი გახლდათ.

"ეს იყო თამაში, რომელიც გვინდოდა და გვჭირდებოდა. ლაიპციგს შეუძლია ნამდვილი მონსტრი იყოს, როგორც ამას ბუნდესლიგაში აჩვენებს, თუმცა თამაში განსაკუთრებულად გავაკონტროლეთ. მეტოქეს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი დავიმსახურეთ. ჩვენი მეორე გოლის დროს თავის დაცვა ნამდვილად რთული იყო. მცველს იმ მომენტში იღბალი სჭირდებოდა, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან სადიო იქ იყო და უპირატესობა მოიპოვა.

მთლიანობაში რთული თამაში იყო. არ შეგვიძლია გიგანტის მენტალიტეტი ერთი თამაშით ავაშენოთ, მაგრამ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდა, რომ ისევ დავეცემოდით, მაგრამ ამ საღამოს ბიჭებმა შესანიშნავი საქმე გააკეთეს და მათ გამო ბედნიერი ვარ. ორი წლის განმავლობაში მართლაც კარგები ვიყავით და წელს გვაქვს გარკვეული პრობლემები. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი ჩვენგან ისევ ელოდება რაღაც განსაკუთრებულს. ბიჭებმა დღეს აჩვენეს რისი გაკეთება შეუძლიათ", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული ლაიპცის საპასუხო შეხვედრაში 11 მარტს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კლოპის ხელმძღვანელობით ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა (2017 წლის სექტემბერში), ყველაზე მეტჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა (18-ჯერ).

📺 ლაიპციგი 0:2 ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები