Thumbnail

'მათი კამპ ნოუზე დამარცხება ძალიან გვინდოდა' - მბაპე ბარსასთან მატჩზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი ბარსელონას სტუმრად დამაჯერებლად მოუგო (4:1), ხოლო მისმა 22 წლის სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ ჰეთ თრიკი შეასრულა. მატჩის შემდეგ ფრანგმა ფორვარდმა ჰეთ თრიკის შესრულებისთვის ბურთი შინ წაიღო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზთან ერთად.

კილიან მბაპე (პსჟ): "დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენთვის ბარსელონასთან დაპირისპირება ძალზე მნიშვნელოვანი იყო. გვსურდა, რომ სწორედ "კამპ ნოუზე" მოგვეგო მათთვის. ჩვენ ეს მაგარ სტილში შევძელით. დღეს ყველაფერი ბრწყინვალე იყო, მაგრამ ჯერ არაფერი გვაქვს მოგებული. 

ყოველთვის საუკეთესო მსურს პარი სენ-ჟერმენისთვის. ეს მაისურა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველთვის წარმატებული არ ვიყავი, ხანდახან ცუდი თამაშიც მქონია, მაგრამ არასდროს ვიმალებოდი, საკუთარ შეცდომას ვაღიარებდი. 
პოჩეტინომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, რაც ჩვენ შემოგვიერთდა, თუმცა მას კარგი საფუძველი დახვდა, რომელიც ტუხელმა შექმნა. ფიზიკურად სულ უფრო კარგი გუნდი ვართ, მაგრამ ჯერ ფორმის პიკამდე შორია. თუნდაც დღეს - ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტი შეგვიძლია. ასეთი თამაშების ხშირად გამეორება უნდა მოვახერხოთ". 

📺 ბარსელონა v პსჟ [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები