Thumbnail

'მბაპეს ზღაპრული თამაში ჰქონდა, მაგრამ არ ვნებდებით' - კუმანი პსჟ-სთან მარცხზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალში ბარსელონა "კამპ ნოუზე" 1:4 განადგურდა პარი სენ-ჟერმენთან. ესპანური გრანდის მარცხში დიდი წვლილი 22 წლის კილიან მბაპემ შეიტანა, ვინც ბარსელონას ჰეთ თრიკი შეუსრულა. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ამით რონალდ კუმანის ბედი გადაწყდა ბარსელონაში, რადგან ლა ლიგაში ბარსა საჩემპიონო რბოლაში 8 ქულით აგებს ატლეტიკოსთან. 

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "შედეგი საუკეთესო არ არის. 1:4-ის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ამ დაპირისპირებაში კიდევ 90 წუთი რჩება, ჩვენ უნდა ჩავიდეთ პარიზში და საუკეთესოდ ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ. 
პსჟ-ს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, სწორედ ამიტომ გამოვიყურებოდით განსაკუთრებით სუსტად. პსჟ იყო ძლიერი, სწრაფი... მბაპე იყო ზღაპრული დღეს. მეორე ტაიმი ჩვენთვის მძიმე რეალობა აღმოჩნდა.

არ შეიძლება დანებება, უნდა ვიბრძოლოთ. უნდა წამოვდგეთ და განსაცდელს შევეგებოთ, შევნიშნოთ შეცდომები, გავაკეთოთ საჭირო ანალიზი და წინ წავიდეთ. მატჩი წინაა და უნდა ვცადოთ მაინც.

რა ღირს მბაპე დღეს? არ დავიწყებ მის შეფასებას, ის უბრალოდ დიდებული ფეხბურთელია. ის ჯერ ახალგაზრდაა და საოცარი მომავალი ელის. ის შესაძლოა, ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესოც გახდეს". 

📺 ბარსელონა v პსჟ [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პსჟ-სა და ბარსელონას შორის პარიზში 10 მარტს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები