Thumbnail

YouTuber-მა გიგანტური PlayStation 5 ააშენა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • PlayStation ფუნქციურია და მასზე თამაში შეიძლება
  • ეს წამოწყება იუთუბერს 70 000 $ დაუჯდა

იუთუბერმა ZHC-იმ 70 000 დოლარი დახარჯა, სამმეტრიანი PlayStation 5-ის აშენებაში. რაც ყველაზე საინტერესოა, გიგანტური კონსოლი ფუნქციურია და მასზე თამაშების გაშვება შეიძლება. 

ZHC-იმ საკუთარ აუდიტორიას ფლეისთეიშენი ვიდეოში წარუდგინა და აღნიშნა, რომ მის ასაშენებლად 4 თვე დასჭირდა. კონსოლი 305 სანტიმენტრი სიმაღლისაა 227 კილოგრამს იწონის. ეს ყველაფერი არაა: PS5-ს გიგანტური ჯოისტიკებიც აქვს, რომელთა სათამაშოდ გამოყენებაც შესაძლებელია, თუმცა, ამ კონტროლერით Mortal Kombat-ის კომბოების შესრულება, ალბათ, არც ისე ადვილი იქნება. 

კონსოლის სიმაღლე 305 სანტიმეტრია

კონსოლის მოხატვაზე 6 ადამიანი 100 საათის განმავლობაში მუშაობდა

გიგანტური კონსოლის 5 მხატვრის მიერ გაფორმებული მხარე

იუთუბერ ZHC-ს მოხატული მხარე

ZHC-იმ მონსტრი კონსოლის გასაფორმებლად 5 მხატვარი მოიწვია და ხატვაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. სამმეტრიანი PlayStation-ის მოხატვას 100 საათი დასჭირდა. ZHC-მ ვიდეოს მაყურებლებს განუცხადა, რომ მისი სტუმარი მხატვრები კონსოლის ერთ მხარეს გააფორმებდნენ, თავად კი მეორე მხარეზე იმუშავებდა. თუ სტუმრები უფრო მასზე მორჩებოდნენ ხატვას, გიგანტურ კონსოლს, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ფანს აჩუქებდა. თუმცა, მან გამოწვევა მოიგო და PlayStation-ის გაჩუქება არ მოუხდა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შემდეგი თაობის კონსოლი გიგანტური ფორმით ვიხილეთ: შეგახსენებთ, რომ, მსგავსი რამ Xbox-მაც გააკეთა: როდესაც ფანებმა  Series X-ს ტვიტერზე ხუმრობით 'მაცივარი' შეარქვეს, კომპანიამ რეალური მაცივარი კონსოლის ფერებში გადაღება  Series X Fridge დაარქვა. ეს მაცივარი, გამოღებისას, კონსოლის ჩართვის ხმას გამოსცემდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მასზე თამაშების დაყენება შესაძლებელი არ იყო. Xbox-მა სულ ორი Series X Fridge შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთიც, ცნობილ მუსიკოს სნუპ დოგს აჩუქა.

კომენტარები

ბოლო ამბები