Thumbnail
  • საქართველო 14:11 კანადა
  • 17 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბრაზილიას ეთამაშება

როტერდამში გრძელდება ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი წყალბურთში. A ჯგუფში მოთამაშე საქართველოს ნაკრები კანადას დაუპირისპირდა და 14:11 დაამარცხა. ეროვნულ ნაკრებს თითო მოგება და წაგება აქვს ჯგუფში

პირველი მეოთხედი დეიან სტანოევიჩის გუნდმა იოლად მოიგო ბორის ვაპენსკის, რევაზ იმნაიშვილისა და ანდრია ბითაძის გოლების წყალობით - 3:1. მეორე მეოთხედი უფრო დაძაბული იყო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა კვლავ შეძლო სამი გოლის გატანა (მარკო იელაჩამ დუბლი შეასრულა) და ტაიმის 6:3 მოგება. 

საქართველო v კანადა [მიმოხილვა]

მესამე და მეოთხე მეოთხედები თანაბარი და უხვგოლიანი აღმოჩნდა - 4:4, თუმცა საქართველოს ნაკრებმა სამგოლიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ტურნირზე პირველი გამარჯვება ჩაიწერა - 14:11.  

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ტურნირის 3 საუკეთესო გუნდი ზაფხულში ტოკიოს თამაშებზე ასპარეზობის უფლებას მიიღებს. თითოეული ჯგუფიდან ბრძოლას 4-4 საუკეთესო აგრძელებს პლეი ოფში. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთთან 10:11 დათმო. მეორე დღეს ისვენებდა (თურქეთი კორონავირუსის ტესტზე ჩავარდნის გამო, გათამაშებიდან მოხსნეს). 17 თებერვალს დეიან სტანოევიჩის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

საქართველო 14:11 კანადა

3:1, 3:2, 4:4, 4:4

გოლები: 1:0 ვაპენსკი, 1:1 გარდიანი, 2:1 იმნაიშვილი, 3:1 ბითაძე, 4:1 იელაჩა, 4:2 სპუნერი, 5:2 ვაპენსკი, 5:3 კონსტანტინ-ბიკარი, 6:3 იელაჩა, 7:3 ბარალდი, 8:3 იელაჩა, 8:4 დ'სოუზა, 8:5 კოუტი, 9:5 ელეზი, 9:6 პატერსონი, 10:6 ჯახაია, 10:7 დ'სოუზა, 11:7 იელაჩა, 11:8 დ'სოუზა, 12:8 შუშიაშვილი, 12:9 პატერსონი, 13:9 ელეზი, 13:10 დ'სოუზა, 14:10 ბარალდი, 14:11 დ'სოუზა

საქართველო: რაზმაძე - ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი (კაპ) (1), ბითაძე (1), იელაჩა (4), ჯახაია (1), შუშიაშვილი (1), ელეზი (2), მაგრაქველიძე, ბარალდი (2), ვაპენსკი (2), შუბლაძე

A ჯგუფი

I ტური
საქართველო 10:11 საბერძნეთი
კანადა 11:7 ბრაზილია

II ტური
საბერძნეთი 15:8 ბრაზილია
მონტენეგრო 21:7 კანადა

III ტური
ბრაზილია 5:15 მონტენეგრო
საქართველო 14:11 კანადა

B ჯგუფი

I ტური
ნიდერლანდები 11:10 გერმანია
ხორვატია 16:6 რუმინეთი
საფრანგეთი 12:13 რუსეთი

II ტური
რუმინეთი 9:9 რუსეთი
გერმანია 12:13 საფრანგეთი
ხორვატია 25:8 ნიდერლანდები

კომენტარები

ბოლო ამბები