Thumbnail

პირველი მარცხი თურქეთში - დინამო ბათუმმა როტორთან წააგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • როტორი 3:1 დინამო ბათუმი
  • გოლები: 1:0 ალეინიკი (41-პენ), 2:0 შჩეტკინი (55), 3:0 მულინი (64-პენ), 3:1 ფანცულაია (90)
  • გია გეგუჩაძის გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე პირველად დამარცხდა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის გუნდს ვოლგოგრადის როტორს დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდი ამ მატჩამდე დაუმარცხებელი მივიდა, მაგრამ დადებითი სერია შეწყდა.

როტორმა დინამო ბათუმს თამაშით აშკარად აჯობა და 3:1 მოუგო. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ოლეგ ალეინიკმა გახსნა, რომელმაც მიხეილ ალავიძის კარში პენალტი ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდრ ხაცკევიჩის გუნდის უპირატესობა გაიზარდა. 55-ე წუთზე თავი ალექსეი შჩეტკინმა გამოიჩინა, ხოლო 9 წუთში ბათუმელთა კარში მე-2 პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად ზუსტად კამილ მულინმა შეასრულა და სხვაობა სამამდე გაზარდა.

დინამო ბათუმი თურქეთში 20 თებერვლამდე მოემზადება

დინამო ბათუმმა პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გაიტანა, გიორგი ფანცულაიამ ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. მანამდე, ბათუმელებს ყველაზე კარგი მომენტი 79-ე წუთზე ჰქონდათ: ბენჟამინ ტეიდიმ შესანიშნავად ითამაშა მეტოქის საჯარიმოში და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი რუსული გუნდის ჯერ ერთ და შემდეგ მეორე ძელს მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ როტორის რიგებში პირველი ტაიმი ითამაშეს ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი არაბიძემ, ხოლო საბა კვერკველია მინდორზე მე-2 ტაიმში იმყოფებოდა.

დინამო ბათუმმა თურქეთში აქამდე ტულის არსენალთან (0:0) და უკრაინულ ლვოვთან (1:1) ფრედ ითამაშა, ხოლო ბოსნიური ბორაცი (2:0) დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში 20 თებერვლამდე მოემზადება, მომდევნო ამხანაგურ მატჩს კი 19 თებერვალს, ყაზახურ ორდაბასთან გამართავს.

როტორი 3:1 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 ალეინიკი (41-პენ), 2:0 შჩეტკინი (55), 3:0 მულინი (64-პენ), 3:1 ფანცულაია (90)

დინამო ბათუმის ძირითადი შემადგენლობა: ალავიძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მანჯგალაძე - ჯიჯავაძე, ზარია, ჯიღაური - ნიქაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: მამუჩაშვილი, თევდორაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ალთუნაშვილი, ფანცულაია, გროცურეკი, ხარატიშვილი, ჩალაძე

კომენტარები

ბოლო ამბები