Thumbnail
  • გრიგორ დიმიტროვი 6:2, 4:6, 1:6, 2:6 ასლან კარაცევი
  • რუსმა ჩოგბურთელმა მელბურნში ისტორია დაწერა

ასლან კარაცევი მსოფლიოს 114-ე ჩოგანია, აქამდე მისი გვარი საჩოგბურთო რუქაზე ბევრს არაფერს გვეუბნებოდა, ახლა კი მის შესახებ უკვე ყველამ იცის!

27 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და სენსაციური შედეგი დააფიქსირა: ნახევარფინალშია! მეოთხედფინალში მან ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის დამარცხება შეძლო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. კარაცევი დიდი სლემის ტურნირების პირველი დებიუტანტია Open Era-ში (1968), რომელიც ტურნირის 4 საუკეთესოს შორის მოხვდა.

დიმიტროვს ზურგის ტრავმა აწუხებდა

რუსი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც ალქესანდერ ზვერევს მოუგო. დიმიტროვს კი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში მეოთხედ თამაშის შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

კარაცევმა თამაში ცუდად დაიწყო, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა და პირველი სეტი 2:6 წააგო, მაგრამ მეორე სეტიდან მოუმატა. დიმიტროვი, რომელმაც მერვედფინალში დომინიკ ტიმი 3 სეტში დაამარცხა, ზურგის პრობლემებმა შეაწუხა და მესამე და მეოთხე სეტები 1:6 და 2:6 დათმო.

 შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რუსი, რომელმაც დიდი სლემის მოგება შეძლო, მარატ საფინი გახლდათ (2005, ავსტრალია).

კომენტარები

ბოლო ამბები