Thumbnail

მაიკლ ჯორდანი ქართულ კლუბში? - მას ლიგა 1-ში უთამაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თურქეთში შეკრებაზე მყოფ საბურთალოს რიგებში კონგოს ნაკრების ნახევარმცველი მაიკლ ჯორდან ნკოლოლო ისინჯება. აფრიკელმა ფეხბურთელმა, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, ბოლო 15 წუთი ითამაშა საბურთალოს მე-3 ამხანაგურ მატჩში ორენბურგთან (2:1). 

28 წლის ფეხბურთელს სულ კონგოს ნაკრებში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული. მას ფრანგულ კლუბებში (შატორუ, კლერმონი, კაენი, ლავალი) უთამაშია. ასე რომ, ლიგა 1-ში და ლიგა 2-ში თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს შემტევი ნახევარმცველი რიგაში გამოდიოდა, უთამაშია რუმინულ და ხორვატულ კლუბებშიც. დაიტოვებს თუ არა საბურთალო ნკოლოლოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რა თქმა უნდა, გარდა ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილებისა, ჩვენი ყურადღება საბურთალოს შესაძლო ახალწვეულმა ორიგინალური სახელით მიიქცია - მას ოფიციალურად მაიკლ ჯორდან ჰქვია. 

კომენტარები

ბოლო ამბები