Thumbnail
  • ორი ქართველი TOP 14-ის სიმბოლურ ნაკრებში.
  • ბორჯღალოსნებმა მონპელიეს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

 TOP 14-ის 25-ე ტურში მონპელიეს გამარჯვებაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს - მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი პოსთან შეხვედრაში ბრწყინვალედ გაისარჯნენ და სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაც დაიმსახურეს. გელა აფრასიძე TOP 14-ში, მონპელიეს რიგებში, დებიუტი ჰქონდა

მსოფლიოს TOP-100-ში | მიხეილ ნარიაშვილის კიდევ ერთი აღიარება
► TOP 14 | გელა აფრასიძის დებიუტი - მონპელიე რეგულარულის ჩემპიონია

მიხეილ ნარიაშვილი ეკიპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო დუდუ ქუბრიაშვილმა RUGBYRAMA-ს სიმბოლურში მოხვედრა დაიმსახურა. ქართველების გუნდი პირველ ადგილზეა - მონპელიე რეგულარული სეზონის ჩემპიონი გახდა. TOP 14-ის ბოლო ტურში ბორჯღალოსნების გუნდი ლიონს შეხვდება.

ეკიპის სიმბოლური ნაკრები და მიხეილ ნარიაშვილი.
დავით ქუბრიაშვილი RUGBYRAMA-ს სიმბოლურში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები