Thumbnail
  • რობერტ კობლიაშვილს ევროპის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
  • ორი ნახევარფინალიდან ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი მოიგეს, ერთი დათმეს

რუსეთის ქალაქ კასპიისკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

პირველ დღეს ხუთი ქართველი ფალავანი ჩაერთო ევროპის პირველობაზე, რომელთაგანაც 1-ელ მაისს ერთი ფინალს იჭიდავებს.

რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ფინალში მასპინძელ ბექხან ოზდოევს ეჭიდავება. 24 წლის ქართველმა ფალავანმა, რომელმაც შარშან პარიზის მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი მოიპოვა, ნახევარფინალში იოლად სძლია ბელარუს ნიკიტა კლიმოვიჩს - 8:0.

პირველი დღის წინასწარი ბრძოლების შემდეგ ნახევარფინალში იყო გასული იაკობ ქაჯაიაც (130), რომელმაც რუს ვიტალი შჩურთან დაძაბული ბრძოლა დათმო - 4:5. 1-ელ მაისს ქაჯაია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქაჯაიას მეტოქე ესტონელ ვიტინინსა და ბულგარელ მეტოდიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საბედნიეროდ, ნუგზარ წურწუმიას დამმარცხებელი აზერბაიჯანელი ფალავანი ფინალში გავიდა. ამიტომაც წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ვასილი ტოპოევს შეხვდება. თორნიკე ძამაშვილი (77) დამამშვიდებელ წრეში მოლდოველ ბესლეაგას შეხვდება და თუ იმარჯვებს, ისიც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები