Thumbnail
  • საბალეტა მესის გადასვლას მანჩესტერ სიტიში წინასწარმეტყველებს
  • გადამწყვეტი მესის სიტის მენეჯმენტთან პირადი კონტაქტები იქნება

პაბლო საბალეტას მანჩესტერ სიტისთან ბევრი რამ აკავშირებს. ამავდროულად, ის ბევრი წლის მანძილზე ლიონელ მესის თანაგუნდელი იყო არგენტინის ნაკრებში და ლეოს ძალიან კარგად იცნობს. მას მესის მომავალი კლუბის შესახებ დაუსვეს კითხვა და თქვა, რომ მისი აზრით, მესი შემდეგი სეზონიდან მანჩესტერ სიტიში ითამაშებს და ამისთვის რამდენიმე არგუმენტი აქვს:

საბალეტა: "მესიმ ლა ლიგაში უკვე ბევრი წელი გაატარა და ლოგიკურია, რომ პრემიერლიგაშიც მოუნდეს ძალების მოსინჯვა. ამისთვის მანჩესტერ სიტი მას საუკეთესო პირობებს სთავაზობს. ის კარგად იცნობს პეპ გვარდიოლას, იცნობს სიტის სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს და ფერან სორიანოს - სიტის გენერალურ მენეჯერს. გარდა ამისა, ის და სერხიო აგუერო ძალიან კარგი მეგობრები არიან."

საბალეტას მოსაზრება ორიგინალური არ არის. ბარსელონას ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, მესის წასვლა ძალიან რეალურია და არგენტინელის გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტებად სწორედ მანჩესტერ სიტი და პსჟ მიიჩნევიან. ორივე ამ კლუბს მესის ხელფასის გადახდის რესურსი აქვს. გარდა ამისა, სიტის ფინანსური გეგმა კარიერის დასრულების შემდეგ მესის კლუბის გლობალურ ელჩად დანიშვნას გულისხმობს, რაც არგენტინელისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, სიტის კი შეუძლია, ფინანსური 'ფეარ-პლეის' რეგულაციებს მიღმა ლეოს დამატებით ფინანსებს დაპირდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები