Thumbnail
  • პსჟ-ს არგენტინელის წლიური ხელფასი 40 მილიონზე მეტი დაუჯდებათ
  • პარიზელებს ამ ტრანსფერისთვის კილიან მბაპეს გაყიდვა დასჭირდებათ
  • ნეიმარი ბარსელონას თავდამსხმელის დაყოლიებას აქტიურად ცდილობს

ლიონელ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და აქედანვე ცნობილია, რომ თუკი არგენტინელი ვარსკვლავი კლუბის შეცვლას საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს, ერთ-ერთი კლუბი, რომელიც მის გადაბირებას შეეცდება, პარი სენ-ჟერმენი იქნება. 

ბარსელონას არგენტინელი ვარსკვლავის მომავალი ჯერ გაურკვეველია

მაგრამ როგორც ფრანგული მედია ვარაუდობს, საამისოდ პარიზელებს თავიანთი 22 წლის ვარსკვლავის, კილიან  მბაპეს გაყიდვა მოუწევთ. ლეო მესის ყოველწლიური ხელფასი პსჟ-ში 40 მილიონ ევროზე მეტი უნდა იყოს და ფინანსურად მისი უზრუნველყოფისთვის ფრანგულ კლუბს ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან გამოთხოვება დასჭირდება. 

როგორც ირკვევა, პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც მანამდე ბარსელონაში გამოიდოდა, ყოფილ თანაგუნდელს ხშირად ეკონტაქტება, რათა ეს უკანასკნელი პარიზში გადაბარგებაზე დაითანხმოს.  

ლიონელ  მესის ტრანსფერზე პარი სენ-ჟერმენის უმთავრესი კონკურენტი მანჩესტერ სიტი ჩანს, რადგან ამ გუნდს ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის, რომელსაც კატალონიურ კლუბში მუშაობის პერიოდიდან მოყოლებული, არგენტინელთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.

ნეიმარი ყოფილ თანაგუნდელს პარიზში გადასვლას ურჩევს

ლიონელ მესი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბარსელონას ღირსებას იცავს და 2003 წლიდან მოყოლებული, მის რიგებში 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ ესპანეთის თასის მფლობელი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

33 წლის არგენტინელ თავდამსხმელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება. გასულ ზაფხულს მესი კლუბის დატოვებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენა გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები